2018 წლის 14 მაისს, NDI და CRRC-საქართველო ორგანიზებას უწევენ მეორე საერთაშორისო კონფერენციას არჩევნებისა და პოლიტიკის შესახებ – „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლევის ძალა და მისი გავლენა“. აღნიშნული კონფერენცია თავს უყრის პოლიტიკის ანალიტიკოსებსა და პრაქტიკოსებს საქართველოდან და საზღვარგარეთიდან, რათა მათ შეძლონ თავიანთი გამოცდილებებისა და მეთოდების გაზიარება, ერთი მხრივ, და საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გაკვეთილების განხილვა, მეორე მხრივ.
ერთდღიან ღონისძიებას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. კონფერენცია სამ პანელურ თემატიკად არის დაყოფილი. თითოეული პანელი გაიხსნება ძირითადი მოხსენებით, რასაც მოჰყვება სხვადასხვა მომხსენებელი.
პანელი I: კვლევა დეზინფორმაციული ძალისხმევის ფესვების, მახასიათებლებისა და გამოვლინებების შესახებ
- ლორა როზენბერგერი, ალიანსი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად, გერმანული მარშალის ფონდის დირექტორი – „ალიანსი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად“
- თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) დირექტორი – „ანტიდასავლური პროპაგანდა 2017“
- ივო ჯურვი, უსაფრთხოებისა და მდგრადობის პროგრამის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი (ICDS) – “კვლევის ძალა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და მისი გავლენა: ესტონური გამოცდილება“
- ჰანს გუტბროდი, Transparify-ის დამფუძნებელი – „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უფრო მდგრად ორგანიზაციებად გადაქცევა“
- ვივიან უოლკერი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მკვლევარი – „მდგრადი ნარატივების შექმნა პოსტჭეშმარიტ გარემოში: უკრაინა და საქართველო“
პანელი II: დეზინფორმაციის გავლენის შეფასება დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე
- მარიამ წიწიკაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი – “პროპაგანდა შექმნილი-გასაზომად: როგორ უწყობს ხელს ჩვენი დაუცველობა რუსულ გავლენას“
- ლორა თორნტონი, NDI-ის დირექტორი – „დეზინფორმაციის გავლენა საქართველოში: რას გვეუბნება საზოგადოებრივი აზრის კვლევა“
- კობა თურმანიძე, CRRC-საქართველოს პრეზიდენტი – „საქართველოში ეროვნული მდგრადობის გაზომვისკენ“
- მერი ოჰეგანი, NDI უკრაინის რეზიდენტი უფროსი დირექტორი – “დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა: რატომ არის მნიშვნელოვანი აუდიტორიის ანალიზი“
- გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
პანელი III: მდგრადობის გაზრდა, როგორ გამოვიყენოთ კვლევა გადაწყვეტილებების გამოსაკვლევად
- შოლ კიმჰი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, Tel Hai College, ისრაელი – „დეზინფორმაციის მიმართ წინააღმდეგობის უნარის გაძლიერება და ჰიბრიდული საფრთხეებისადმი ეროვნული გამძლეობა“
- ელინა ლანგე-იონათამიშვილი, ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის უფროსი ექსპერტი – ” ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის შესახებ“
- სოფიო ქაცარავა, პარლამენტის წევრი, ქართული ოცნება
- სერგი კაპანაძე, პარლამენტის წევრი, ევროპული საქართველო – „რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივა“.