კონფერენციები

CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. CRRC-საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში.

სამივე ცენტრი დაფუძნდა 2003 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. 2013 წლიდან CRRC-საქართველო და CRRC-სომხეთი საქმიანობას დამოუკიდებელი არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით აგრძელებენ.

CRRC-ის აქვს მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ათწლიანი გამოცდილება მკვლევარების, მთავრობების, დონორებისა და კერძო სექტორისათვის საქართველოში და რეგიონში არსებული ტენდენციებისა და მოლოდინების შესახებ. CRRC გთავაზობთ კვლევებს, ანალიზს და ტრენინგს სანდო მეთოდოლოგიით, რომელიც მოსახლეობის ჯგუფებისა და ქვეყნების შედარების შესაძლებლობას იძლევა.

CRRC-ის მონაცემთა ბაზები საჯაროა და ყველას აძლევს შესაძლებლობას, გაიგოს და შეაფასოს სოციალური და პოლიტიკური ტენდენციები როგორც საქართველოში, ასევე მთელს სამხრეთ კავკასიაში. ბაზების სწრაფი და იოლი ანალიზისთვის გამოიყენეთ CRRC-საქართველოს ონლაინ ანალიზის პროგრამა.
GO


CRRC-ის მეთოდოლოგიური კონფერენცია სამხრეთ კავკასიასა და მის მეზობელ ქვეყნებში არსებულ ტრანსფორმაციის პროცესებზე 2015

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში გავხდით მნიშვნელოვანი სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გარდაქმნების მომსწრენი. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან საინტერესოა ამ გარდაქმნების ადგილობრივ და საერთაშორისო ჭრილში განხილვა, 2015 წლის 26 ივნისს, CRRC-საქართველომ ორგანიზება გაუკეთა კონფერენციას, სადაც დარგის ექსპერტებმა და დაინტერესებულ მხარეებმა განიხილეს საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში განვითარებული პროცესები და იმსჯელეს ახალი მიდგომებზე ამ ტენდენციების უკეთ გასაანალიზებლად.

კონფერენციის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ  ამ ბმულზე.