2021

CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან წარმოგიდგინონ  2021 წლის შემოდგომის თბილისის Work-in-progress სერიების რიგით მე-6 მოხსენება!
წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი კოვიდ-19-ის გავრცელებაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეფექტებს აანალიზებს.
გიორგი ბაბუნაშვილმა, უფროსმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა CRRC-საქართველოში, და ანანო ყიფიანმა, პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ახლახანს გამოაქვეყნეს სტატია სოციოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში ლიბერალური დამოკიდებულებების, LGBT პირების მიმართ დამოკიდებულებებისა და რელიგიის შესახებ, რაც კომუნისტურ წარსულს უკავშირდება.
გახდით CRRC-ის ახალგაზრდა მკვლევარი! ურთულესი, მაგრამ საუკეთესო გამოცდილება. CRRC-ის ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 2022 გამოცხადდა! იხილეთ სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.
სამხრეთ კავკასიამ მღელვარე 2020 წელი გამოიარა. გლობალურმა COVID-19-ის პანდემიამ და მთიან ყარაბაღში განახლებულმა საომარმა მოქმედებებმა შეცვალეს რეგიონი. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხრიდან პანდემიის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გამოწვევებისადმი ინსტიტუციური პასუხები საკმარისი და იყო თუ არა ვირუსის შესაჩერებლად წარმოდგენილი შეზღუდვები პოლიტიკური მანიპულაციის საგანი. მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომმა ძირეულად შეცვალა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური გეოგრაფია.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები მწუხარებით იუწყებიან ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის პრეზიდენტის, ვართან გრეგორიანის გარდაცვალების შესახებ. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების ძირითადი იდეა ვართან გრეგორიანის, ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის პრეზიდენტის, სახელს უკავშირდება.