10-12 სექტემბერს CRRC-საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი სოციალური კვლევის მეთოდების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა 39-მა ახალგაზრდამ მიიღო.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ცოდნა გაიღრმავეს შემდეგი მიმართულებით: რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, შერეული მეთოდების გამოყენება, მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია. ამასთანავე, ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს CRRC-საქართველოს გუნდის მკვლევარებთან ერთად.
პროექტი განხორციელდა CRRC-საქართველოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.