თარიღი: 23-24 ივნისი, 2022
კონცეფცია:
სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ნელ-ნელა გამოდიან COVID-19-ის შოკიდან. საერთაშორისო მონეტარული ფონდის მიხედვით, საქართველოსა და სომხეთში 5.8%-იან და 4.5%-იან ზრდის მაჩვენებელს პროგნოზირებენ 2022 წლისთვის. მიუხედავად ამისა, პანდემიამდელი ეკონომიკური პირობების შექმნა რთულია რეგიონისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული და პოლიტიკური ფაქტორების გამო. კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტორი უკავშირდება ზრდის სარგებელის თანაბარ განაწილებას აღნიშნულ სოციალურად არათანაბარ საზოგადოებებში.
პოლიტიკური პერსპექტივიდან გამომდინარე, რეგიონი ჯერ კიდევ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის ეფექტებიდან გამოსვლის პროცესში იმყოფება. დასავლეთის შემცირებული როლი და ისეთი საერთაშორისო აქტორის მოსვლა, როგორიცაა ჩინეთი, ერთი მხრივ, და რეგიონული თანამშრომლობისა და პოლიტიკური გადაჯგუფების ახალი ფორმატების გაჩენა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად ცვლის არსებულ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ჩარჩოებს.
აღნიშნული თემებით დაიტერესების გამო, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) მე-8 ყოველწლიურ კონფერენციას მართავს და მიესალმება მეთოდოლოგიაზე ორიენტირებულ ნამუშევრებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ პანელური და არაპანელური ნაშრომებით, რომლებიც იკვლევენ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ღრმა სოციალურ-პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცვლილებებს შედარებითი, ემპირიული კუთხიდან. ჩვენ მივესალმებით მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო ნაშრომებს ჩამოყალიბების პროცესში მყოფ თუ უკვე ჩამოყალიბებული აკადემიური სივრციდან, შემდეგი ფართო თემების შესახებ:
- კონფლიქტები, გადაადგილება და შერიგება;
- პოლიტიკა, ძალაუფლება და დემოკრატია;
- კულტურა, ღირებულებები და იდენტობა;
- ეკონომიკური განვითარება, გაციფრულება, ენერგია და მობილობა;
- ურბანული და გარემოსდაცვითი საკითხები;
- სამოქალაქო საზოგადოება და აქტივიზმი;
ვინაიდან CRRC-ის ოფისების მიზანს წარმოადგენს ინოვაციური კვლევის მეთოდების ხელშეწყობა, წლევანდელი კონფერენცია უმასპინძლებს ორ მთავარ საუბარსა და პანელს, რომელიც ფოკუსირებული იქნება, ერთი მხრივ, მეთოდოლოგიურ ინოვაციებზე ექსპერიმენტული და კვაზი-ექსპერიმენტული მეთოდების ფარგლებში და სოციალურ მეცნიერებებსა და პოლიტიკის ანალიზსში ტექსტის, როგორც მონაცემის გამოყენებაზე, მეორე მხრივ. გარდა აღნიშნულისა, ჩვენ ასევე ვიწვევთ ისეთ ავტორებს, რომლებიც მეთოდოლოგიურ ინოვაციებს იკვლევენ და ისეთ გამოწვევებს ეხებიან, როგორებიცაა მონაცემების შეგროვება, ანალიზი, წარმოჩენა და გავრცელება. COVID-19-ის პანდემიის პერიოდის კვლევისადმი განსაკუთრებულ მიდგომებზე ფოკუსირებით, პოტენციურმა მონაწილეებმა სასურველია, რომ თავიანთი წინადადებები სოციალურ მეცნიერებასა და პოლიტიკის ანალიზსში არსებულ მეთოდოლოგიურ ინოვაციებზე წარმოადგინონ.
CRRC-ის ყოველწლიური კონფერენციის ამ ნაწილში, ჩვენ აღვნიშნავთ კავკასიის ბარომეტრის კიდევ ერთი ტალღის გამოქვეყნებას, რომელიც CRRC-ის ოფისების მიერ ჩატარებულ შინამეურნეობათა ორწლიურ კვლევას წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით ნაშრომებს, რომლებიც პირველად მონაცემებს გამოიყენებენ, თუმცა, განსაკუთრებით მივესალმებით ისეთ ავტორებს, რომლებიც სამეცნიერო ნაშრომს კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგენენ.
კონფერენციის სტრუქტურა
COVID-19-ის პანდემიისა და თანმდევი შეზღუდვების გათვალისწინებით, ყველა ჩანიშნული ღონისძიება გაიმართება ონლაინ. პანელური პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდები და ძირითადი მოხსენებები გადაიცემა CRRC-ის ოფისების, Facebook-ისა და YouTube გვერდების მეშვეობით.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
პირველადი განაცხადი,აბსტრაქტისა(მაქს. 500 სიტყვა) და CV-ის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოთ აღნიშნულ ფორმაში 2022 წლის 14 აპრილამდე. CRRC-ის ოფისები დაუკავშირდებიან წარმატებულ მონაწილეებს ელფოსტის მეშვეობით. საბოლოო შეტყობინება მიღებასთან დაკავშირებით გავრცელდება მაისის შუა რიცხვებში. თუ თქვენ გსურთ პანელში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ, შემოთავაზებული პანელის სახელწოდება და აბსტრაქტი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე: applications@crrccenters.org და david@crrccenters.org.
მნიშვნელოვანი თარიღები:
პირველადი განაცხადის შემოტანა (აბსტრაქტი და CV) – 14 აპრილი, 2022
საბოლოო დასტური – 20 მაისი, 2022
CRRC-ის შესახებ
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) წარმოადგენს კვლევით და კვლევის მხარდამჭერი ცენტრების ქსელს, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დედაქალაქებში ოპერირებს. CRRC-ის მიზანია სოციალური მეცნიერების კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში. ბოლო ჩვიდმეტი წლის მანძილზე, CRRC-ის ოფისები გახდა სოციალური მეცნიერებათა საზოგადოების აქტივობის ცენტრი სამხრეთ კავკასიაში მონაცემებზე წვდომის, სამეცნიერო ლიტერატურისა და სოციალური მეცნიერების მკვლევართათვის პროფესიონალური ტრენინგების უზრუნველყოფით. CRRC-ისა და მოახლოებული კონფერენციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შესაბამისი ქვეყნის ვებგვერდს მითითებულ მისამართებზე: crrc.am, crrc.az და crrc.ge.
კავკასიის ბარომეტრის შესახებ
კავკასიის ბარომეტრი წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ შინამეურნეობათა ორწლიურ კვლევას, რომელიც CRRC-ის ოფისების მიერ ტარდება სამხრეთ კავკასიაში. 2004 წლიდან მოყოლებული, CRRC-ის გამოკითხული ჰყავს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 50,000-მდე მაცხოვრებელი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, ღირებულებებზე, რწმენებსა და პოლიტიკურ დამოკიდებულებებზე. 2015 წლიდან, კავკასიის ბარომეტრი მხოლოდ სომხეთითა და საქართველოთი შემოიფარგლება. კვლევასა და მონაცემებთან წვდომაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემეგ მისამართს: caucasusbarometer.org