მარიამ კობალაძე CRRC-საქართველოში 2009 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) მონაწილე იყო, შემდეგ უმცროსი მკვლევარი და მკვლევარი გახდა. 2018-2020 წლებში კომუნიკაციის მენეჯერი იყო, 2021 წლიდან კი უფროსი მკვლევარი გახდა. მისი სამუშაო მოიცავს როგორც კომუნიკაციასთან დაკავშირებულ აქტივობებს (სოციალური მედია, ვებგვერდი, მედიასთან ურთიერთობა, საჯარო ღონისძიებები), ასევე კვლევის დაგეგმვას, განხორციელებასა და ანალიზს.
მარიამს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ინგლისური ენის სწავლებაში და მაგისტრის ხარისხი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრიდან.
CRRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა საერთაშორისო დამკვირვებლების გრძელვადიან მისიაში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე, იყო ჟურნალისტი და შემდეგ აღმასრულებელი რედაქტორი ყოველკვირეულ ინგლისურენოვან გაზეთში. მარიამის კვლევითი ინტერესები მოიცავს მედიის გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, დეზინფორმაციას და დემოკრატიის განვითარებას გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში.