CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან წარმოგიდგინონ 2021 წლის შემოდგომის თბილისის Work-in-progress სერიების რიგით მე-6 მოხსენება!
“შეუძლია დანაწევრებას სამოქალაქო ომის დასრულება? მტკიცებულება საქართველო-აფხაზეთის ომიდან”
კარტერ ჯონსონი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი, მოსკოვი და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის
ოთხშაბათი, 17 ნოემბერი, 2021, თბილისის დროით 18:30 სთ.
ონლაინ ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით აქ!
აღნიშნული მოხსენების ფარგლებში, პროფესორი ჯონსონი 1992-1994 წლების ქართული სამოქალაქო ომის პერიოდში აფხაზეთში არსებულ მიგრაციასა და ძალადობას განიხილავს, რათა გასაგები გახდეს, თუ როგორ ეხმარება ქვეყნის დანაწევრება – განცალკევებული მშობლიური რეგიონების შექმნა – სამოქალაქო ომის დასრულებას. ეს გახლავთ თავი დანაწევრების შესახებ ახლახანს გამოქვეყნებული წიგნიდან, რომელიც ტესტავს და ავითარებს თეორიებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
კარტერ ჯონსონი გახლავთ ასოცირებული წევრი ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ეროვნულ კვლევით უნივერსიტეტის ფაკულტეტში, მოსკოვში, რუსეთში, და რეგიონული დირექტორი ამერიკულ საბჭოებში საერთაშორისო განათლებისთვის. კარტერი ფლობს დოქტორის ხარისხს მმართველობასა და პოლიტიკაში მერილენდის უნივერსიტეტიდან, კოლეჯ პარკი (აშშ) და მაგისტრის ხარისხს ეკონომიკის ლონდონის სკოლიდან (დიდი ბრიტანეთი). კარტერი ასწავლის კურსებს პოლიტიკურ ძალადობასა და სამოქალაქო ომებზე და გამოქვეყნებული აქვს კვლევები საერთაშორისო უსაფრთხოების, მსოფლიო პოლიტიკისა და ევროპა-აზიის კვლევების ჟურნალებში; მისი არააკადემიური ნაშრომები გამოქვეყნებულია The Washington Post-ში და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) მიერ, მათ შორის.
*
მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაცია ვირტუალურ ფორმატში იმართება, Chatham House Rule-ის სულისკვეთების გათვალისწინებით, რომელსაც ეს სერიები ემორჩილება, საუბარი არ ჩაიწერება და გთხოვთ, სხვა მონაწილეებმა თავი შეიკავოთ ჩაწერისგან და/ან გავრცელებისგან. WiP-ის მოხსენებებში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ მომხსენებლების აზრია და არ ასახავს CRRC-ის, ARISC-ის ან ამერიკული საბჭოების შეხედულებებს.
*
WiP-ი გახლავთ მიმდინარე აკადემიური დისკუსიების სერია დაფუძნებული თბილისში, საქართველოში, რომელიც, ჩვეულებრივ, ტარდება CRRC-ის ახალ ოფისში ლიზიკო ქავთარაძის 1-ელში. მისი თანაორგანიზატორები გახლავთ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC). ყველა მოხსენება უფასო და ღიაა საზოგადოებისთვის. ფოტო აღებულია შემდეგი წყაროდან: Radio Free Europe Radio Liberty.