CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2017 წლის საშემოდგომო სეზონის მესამე მოხსენებას!
სერგეი სალუშევი, სანტა ბარბარა, კალიფორნიის უნივერსიტეტი – “რელიგიის მიღების იძულება მე-19 საუკუნის კავკასიაში”
კავკასიონის მთების მოსაზღვრე ქვეყნების ისტორიას სასტიკი ტერიტორიული და რელიგიური დაპირისპირებები ახსოვს. ამ რეგიონის ისტორიულ მოსახლეებს უწევდათ გამკლავება იმასთან, რაც კავკასიაში ძალაუფლების ცვლილებას სდევდა თან. იმპერიები მუდმივად ცდილობდნენ კონტროლის დამყარებას კავკასიაზე. ეს მოხსენება აანალიზებს რელიგიაზე მოქცევისა და რწმენის უარყოფის რეალურ შემთხვევებს კავკასიაში და ამას რუსეთის იმპერიის კანონების კონტექსტში განიხილავს. სერგეი სალუშევი სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ცდილობს, ნათელი მოჰფინოს მიმდინარე აკადემიურ დისკუსიას რელიგიური იდენტობისა და რელიგიური ტოლერანტობის პოლიტიკაზე რუსეთის იმპერიაში, უფრო კონკრეტულად კი კავკასიაში.
სერგე სალუშევი დოქტორის ხარისხის კანდიდატია კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სანტა ბარბარაში. სერგეის კვლევა აანალიზებს კულტურულ გადაკვეთის წერტილებს, რელიგიურ მოძრაობებს და მონობისა და მონური შრომის ისტორიას მე-19 საუკუნის კავკასიის მთიანეთში.