უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის (STOP)

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტი (EWMI) / ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
თარიღი:
02.2016
-
02.2017
ბიუჯეტი:
$49,330.00

კვლევითი პროექტის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ (STOP) მიზანია ხელი შეუწყოს საგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას ქვეყანაში, შესაბამისი ანალიზისა და რეკომენდაციების შეთავაზებით.

ხსენებული მიზნის გათვალისწინებით, CRRC-საქართველომ და ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დაისახეს შემდეგი ამოცანები:

    • იდენტიფიცირება, კვლევა და ანგარიშის მომზადება საქალაქთაშორისო გადაყვანის სფეროში არსებული უსაფრთხოების პრობლემების შესახებ:
    1. პოტენციური პოლიტიკის წინადადებები, რომლებიც შესაბამისობაში მოიყვანს საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობლობებს;
    1. სამარშრუტო ტაქსებით საქალაქთაშორისო გადაადგილების სფეროში არსებული პრობლემების და ამ პროცესში ჩართული პირების შეხედულებების გამოვლენა შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების მიზნით;
    1. დაბალ-ბიუჯეტიანი ინტერვენციების ეფექტის გაზომვა, რამაც შეიძლება წაახალისოს უსაფრთხო საქალაქთაშორისო გადაადგილებას.
    • მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ადვოკატირება.

აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად, CRRC-საქართველომ და ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის შეიმუშავეს პროექტი, რომელიც შედგება სამი ეტაპისგან, მათ შორის ორი კვლევისა და ერთი საადვოკაციო კომპონენტისგან. ვიმედოვნებთ, რომ ხსენებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს საგზაო შემთხვევების შემცირებას და საქართველოს დაეხმარება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ტრანსპორტის სფეროში არსებული რეგულაციების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვებას.

კვლევა ითვალისწინებს მგზავრებთან ფოკუს ჯგუფების ჩატარებას, აგრეთვე სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარებას სამარშრუტო ტაქსების კომპანიების ხელმძღვანელებთან, სადგურების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მძღოლებთან. პროექტი ასევე ითვალისწინებს ექსპერიმენტის ჩატარება, სადაც CRRC-საქართველოს მონიტორები დააკვირდებიან და დაადგენენ საქალაქთაშორისო გადაყვანების დროს წარმოქმნილ უსაფრთხოების პრობლემებს. კვლევაზე დაყრდნობით, CRRC-საქართველო შექმნის პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის ანალიზსა და შესაბამის რეკომენდაციებს დადგენილი პრობლემების მოსაგვარებლად.

პოლიტიკის დოკუმენტი, ბლოგები და სტატიები ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი მედიისათვის, სოციალური ვიდეო რგოლი, ინფოგრაფიკები, ფოკუს ჯგუფების ანგარიში.

მასალები

394 კბაიტი
967 კბაიტი
გაზიარება