კვლევა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ჩატარდა CRRC-საქართველოს მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), კვლევითი ცენტრის – PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციის (ლატვია) ერთობლივი პროექტის – “ეფექტიანობის და განვითარების ქსელი” (N4ED) – ფარგლებში.
პროექტი “ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) მიზნად ისახავს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების მდგრად განვითარებასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას. პროექტის ინიციატორები და განმახორციელებლები არიან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევითი ცენტრი – PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაცია (LALRG). პროექტის პირველი სამუშაო პაკეტის (WP1) ამოცანაა კონკრეტული სერვისების მიწოდება ათეას წევრ მუნიციპალიტეტთათვის. WP1-ის პირველი აქტივობა უკავშირდება მოქალაქეთა ჩართულობის შესწავლას საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
WP1-ის ფარგლებში, 2018 წლის მაისში, „CRRC-საქართველომ” ჩაატარა კვლევა „მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე”. იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივ პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობის დონის დადგენასა და არსებული ვითარების გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას.
შერჩეულ სამიზნე მუნიციპალიტეტებში (12 მუნიციპალიტეტი) მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა; ფოკუს ჯგუფები აქტიურ მოქალაქეებთან.
სამიზნე მუნიციპალიტეტებია შემდეგი: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, მცხეთა, ზუგდიდი, გორი, ლანჩხუთი, ამბროლაური, ლაგოდეხი, ახალციხე, მარნეული, ნინოწმინდა.
ანგარიში ქართულ ენაზე.