პროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო დარღვევების აღმოჩენის გაუმჯობესებული მეთოდების ხელშეწყობას მონაცემთა ანალიზის მეშვეობით და მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების წახალისებას სამოქალაქო საზოგადოებაში.
წინა არჩევნებზე მიღებული მონაცემების ანალიზითა და ტრენდების მიმოხილვის მეშვეობით, CRRC-საქართველო მიმოიხილავს საარჩევნო დარღვევებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის მეთოდის გამოყენებით. ეს დამატებით განზომილებას შესძენს არჩევნების მონიტორინგსა და დარღვევების აღმოჩენის პრაქტიკას. სამოქალაქო საზოგადოებასთან და ფართო საზოგადოებასთან ჩართულობით პრეზენტაციისა და მედიის მეშვეობით, პროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესის უფრო მეტად ინფორმირებული გაგების ხელშეწყობას.
მეთოდოლოგია დამყარებულია იმ ფართოდ გავრცელებულ პრინციპებზე, რომლებსაც იყენებენ არჩევნების დარღვევების აღმოსაჩენად. მეთოდები შედგება შემდეგისგან:
- არჩევნების შედეგების რაიონული და უბნის დონის რუკების მომზადება;
- ამომრჩეველთა აქტივობის ანალიზი, მათ შორის უჩვეულოდ მაღალი აქტივობის კონცენტრაციის რუქების მომზადება;
- უბნის დონეზე არჩევნების შედეგებისა და აქტივობის მნიშვნელობების კორელაციური ანალიზი;
- არჩევნების დღის აქტივობის ნიმუშების ანალიზი (წუთში გამსვლელი ამომრჩევლების მაჩვენებელი);
- საარჩევნო ნიმუშების ანალიზი განსაკუთრებით დაუცველ რეგიონებში (მაგ. საქართველოს უმცირესობებით დომინირებულ რაიონებში).
„ხმების ჩათვლა: წინასწარი ანალიზის ანგარიში საარჩევნო სტატისტიკაზე“ (ინგლისურად), ხმების ჩათვლა: ანგარიში 2016 წლის არჩევნებზე (ინგლისურად).