რა არის ომნიბუსი?
ომნიბუსი არის საზოგადოებრივი აზრის კვარტალური გამოკითხვა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის, ბიზნესის თუ მკვლევრის შეკითხვებს. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მონაცემების შეგროვება და ანალიზი ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
CRRC-საქართველოს ომნიბუსის თითოეულ ტალღაში მონაწილეობს 1,200 რესპონდენტი. სატელეფონო გამოკითხვა ტარდება ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე და მისი შედეგები წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
რას მიიღებს ომნიბუსის დამკვეთი?
- კონსულტაციას კითხვარის შედგენის პროცესში;
- მონაცემთა ბაზებს შესყიდული ცვლადებით. ბაზაში დამატებით იქნება: სქესის, ასაკის, დასახლების ტიპის, შემოსავლის, დასაქმების სტატუსისა და განათლების დონის ცვლადები (SPSS, STATA, XLSX ფორმატში);
- ექსელის ფაილს, სადაც მოცემული იქნება თითოეული შესყიდული კითხვის სიხშირის ცხრილი. ასევე, კროსტაბულაციები ასაკის, სქესის, განათლების დონის, დასაქმების სტატუსისა და დასახლების ტიპის მიხედვით;
- გამოკითხვის მეთოდოლოგიის აღწერას.
ომნიბუსის გამოკითხვის საჯარო ბაზები და დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია აქ.
ომნიბუსის გამოკითხვის დროითი მწკრივები ხელმისაწვდომია აქ.
დააჭირეთ აქ და დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები
რა ღირს ომნიბუსში კითხვის ჩასმა?
ქვემოთ მოცემულია ფასები სხვადასხვა ტიპის შეკითხვებისთვის:
დახურული კითხვები წინასწარ განსაზღვრული პასუხის ვარიანტებით | USD |
დახურული კითხვა (7-მდე პასუხის ვარიანტი) | 325 |
ყოველი დამატებითი პასუხის ვარიანტი დახურულ კითხვებზე | 50 |
ღია სხვა პასუხის ვარიანტი: სხვა (მიუთითეთ________________) | 100 |
ნიმუში: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი? > ინფლაცია, > ჯანდაცვა, > უმუშევრობა, > უსაფრთხოება, > სხვა (მიუთითეთ___________________________) | |
სკალაზე გაზომილი კითხვები | |
პირველი შეკითხვა | 325 |
იმავე კითხვაში ყოველი დამატებითი შეკითხვა | 50 |
ნიმუში: გთხოვთ, მითხრათ, მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების ხალხს საქმიან ურთიერთობას… > ამერიკელთან? > რუსთან? > სომეხთან? > აზერბაიჯანელთან? | |
ღია კითხვები | |
პასუხების/კომენტარების კოდირების ჩათვლით | 800 |
მულტიმედია | |
დახურულ კითხვაში 4-მდე ფოტოს გამოყენება (ლოგოს, ბრენდინგის და სხვა ფოტოები) | 50 |
ყოველი დამატებითი ფოტო | 20 |
ვიდეო- ან აუდიომასალის გამოყენება | 50 |
რენდომიზებული კონტროლირებადი ექსპერიმენტი | |
მაქსიმუმ ორი ექსპერიმენტული პირობით | 700 |
ყოველი დამატებითი ექსპერიმენტული პირობა | 200 |
დამატებითი კითხვების შემთხვევაში და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით მახარე აჭაიძეს (m.atchaidze@crrccenters.org) და მილორდ შენგელიას (m.shengelia@crrccenters.org).