12 და 15 მაისს, 2017, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს. კვლევაში წარმოდგენილი მიგნებები ქვეყნის მიმართულებასთან, მიმდინარე მოვლენებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, საზოგადოებას NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა – ლორა თორნტონმა და CRRC-საქართველოს დირექტორმა – კობა თურმანიძემ გააცნეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი.
კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ www.ndi.org/georgia-polls
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.