ევროპელი სოციოლოგთა ასოციაციის (ESA) მეთერთმეტე კონფერენციაზე „კრიზისი, კრიტიკა და ცვლილება“, რომელიც 28-31 აგვისტოს ტურინში ჩატარდა, 3000-ზე მეტი მოხსენება იქნა წარდგენილი. კონფერენციის ერთ-ერთი მიმართულების „ახალგაზრდობა და თაობა“ ფარგლებში პროექტი MYPLACE-ის მკვლევართა გუნდმა წარადგინა კვლევის პირველადი შედეგები. საქართველოს მხრიდან პრეზენტაცია გააკეტეს CRRC-საქართველოს მკვლევარებმა თინათინ ზურაბიშვილმა და თამარ ხოშტარიამ სათაურით „სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში: ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის ნაკლებობის ახსნა“.
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ მათ ვებ-გვერდზე. ხოლო ინფორმაცია MYPLACE-ის პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.