მოწვევა ახალგაზრდებისთვის – შემოუერთდი ტრენინგს სოციალური კვლევის მეთოდების შესახებ!

გაინტერესებს სოციალური კვლევა და გსურს პრაქტიკული ცოდნის მიღება გამოცდილ მკვლევრებთან ერთად? მაშინ ეს შანსი შენთვისაა!

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? – 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, ვისაც აინტერესებს სოციალური კვლევა და ანალიზი

📅 როდის? – 2025 წლის 10-12 სექტემბერს

რას ისწავლი?
👉 რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის დაგეგმვას და ჩატარებას
👉 შერეული მეთოდების გამოყენებას
👉 მონაცემთა ანალიზსა და ინტერპრეტაციას
👉 გააკეთებ პრაქტიკულ სავარჯიშოებს CRRC-საქართველოს გუნდის მკვლევრებთან ერთად

✅ მგზავრობა, სასტუმროში განთავსება და კვება უზრუნველყოფილია.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდი:
📧 crrc-geo@crrccenters.org | s.dolidze@crrccenters.org
📞 (995 32) 250 52 90

პროექტი ხორციელდება CRRC-საქართველოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები