კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების ძირითადი იდეა ვართან გრეგორიანის, ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის პრეზიდენტის, სახელს უკავშირდება. ვართან გრეგორიანის ხედვა გახლდათ ისეთი ორგანიზაციათა ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარდაჭერას აღმოუჩენდა აკადემიურ წრეებსა და ექსპერტებს. კარნეგის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, კვლევითი ცენტრები დაარსდა სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, როგორც კორპორაციის უფრო დიდი ძალისხმევისა და პროექტის ნაწილი, რაც მიზნად ისახავდაგრძელვადიანი პროფესიული მხარდაჭერის აღმოჩენას აკადემიური წრეებისა და ექსპერტებისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები ეკონომისტების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, საჯარო პოლიტიკის შემქმნელებისა თუ ჟურნალისტებისთვის შეუცვლელ რესურსად იქცა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში.
ვართან გრეგორიანი 2021 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა. მწუხარებით ვიუწყებით ამის შესახებ და ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავთ მის მიმართ მისი ხედვის, მუდმივი მხარდაჭერისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების ჩამოყალიბებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო.
ფოტო აღებულია ავრორას ჯილდოს ვებგვერდიდან.