კავკასიის ბარომეტრის ამბები

“შესაძლებლობა რომ გქონდეთ, წახვიდოდით თუ არა საქართველოდან, რათა გარკვეული დროის მანძილზე სხვა ქვეყანაში გეცხოვრათ?” კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მიხედვით, საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) ამ კითხვას დადებითად უპასუხა.

საინტერესოა, რომ დედაქალაქსა და ქალაქებში მცხოვრებნი უფრო მეტად არიან დაინტერესებული დროებითი ემიგრაციით, ვიდრე სოფელში მცხოვრებნი. ასევე, ისინი, ვისაც საშუალოზე მაღალი განათლება აქვს მიღებული, უფრო ხშირად ამბობენ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში წავიდოდნენ საქართველოდან სხვა ქვეყანაში გარკვეული დროის მანძილზე საცხოვრებლად, ვიდრე საშუალო ტექნიკური ან საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.


კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის გამოკითხვაა, რომელიც 2008 წლიდან ყოველწლიურად, 2013 წლიდან კი წელიწადში ორჯერ ტარდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში (2013 წლის შემდეგ აზერბაიჯანში გამოკითხვა აღარ ჩატარებულა) და ამ ქვეყნების სრულწლოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია. კავკასიის ბარომეტრი 2017 საქართველოში 2017 წლის 22 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 2379 რესპონდენტი. კავკასიის ბარომეტრის მონაცემთა ბაზების სანახავად ეწვიეთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდს.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები