უკან

კვლევა მედია საშუალებების მოხმარების შესახებ

ქვეყანა: საქართველო
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
თარიღი: მაისი 2017 - ივლისი 2017
პროექტის მიზანი: მედია საშუალებების მოხმარების შესახებ კვლევა მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ რომელ მედია საშუალებებს (სატელევიზიო არხებს, რადიო სადგურებს, გაზეთებს/ჟურნალებს და საინფორმაციო ვებგვერდებს) იყენებს საქართველოს ქართულენოვანი მოსახლეობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. კვლევა გამიზნული იყო იმისთვის, რომ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მედია მონიტორინგის პროექტის მონაწილე ორგანიზაციები დაყრდნობოდნენ მას მონიტორინგისთვის მედია საშუალებების შერჩევისას.
კვლევის დიზაინი: საქართველოში მედია საშუალებების მოხმარების შესახებ კვლევა რაოდენობრივი და თვისებრივი კომპონენტებისგან შედგებოდა. რაოდენობრივი კომპონენტის ფარგლებში 4-დან 20 მაისამდე პერიოდში ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვა, რომელიც საქართველოს ქართულენოვანი სრულწლოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ჯამში ჩატარდა 2320 დასრულებული ინტერვიუ. თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა 6 თვისებრივი ინტერვიუ მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მასალები: ანგარიში ქართულ ენაზე
(შენიშვნა: ანგარიში საჯარო არ არის.)