უკან

კვლევა საარჩევნო პროცესისა და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საქართველოში

ქვეყანა: საქართველო
დონორი: საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
თარიღი: მარტი 2019 - მარტი 2021
პროექტის მიზანი: საქართველოში ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლა საარჩევნო პროცესის მიმართ და მიმდინარე პოლიტიკური ტენდენციების ანალიზი.

2008 წლის შემდეგ CRRC-საქართველომ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) ერთად ჩაატარა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი გამოკითხვის 38 ტალღა და 100-ზე მეტი ფოკუს ჯგუფი. ეს კვლევა ეხებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხს და საჯარო პოლიტიკის მიმართულებას საქართველოში. მონაცემების შეგროვება ნაწილობრივ მოიცავდა პანელურ კვლევას და გამოკითხვის ექსპერიმენტულ დიზაინს. ეს არის საქართველოში საზოგადოების აზრის შესწავლის მცდელობა გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც მოიცავს მოსახლეობის დამოკიდებულებას პოლიტიკის, საჯარო პოლიტიკის პრიორიტეტების, საარჩევნო ქცევის და გენდერული საკითხების შესახებ. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია. NDI-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 2012 წლის შემდეგ CRRC-საქართველომ ჩაატარა 40,000-ზე მეტი ინტერვიუ.

პროექტის ნაწილი იყო ქალი პოლიტიკოსების მიმართ ონლაინ ძალადობის შესწავლა სოციალური მედიის მონიტორინგის გზით, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში განხორციელდა. სოციალური მედიის მონიტორინგი მაჟორიტარი კანდიდატების მიმართ სოციალურ ქსელში ძალადობის ხასიათს, მოცულობასა და წყაროებს შეისწავლიდა. კვლევა იყენებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატების Facebook გვერდებზე განთავსებული პოსტების კომენტარების მანუალურად კოდირებულ მონაცემებს. დამატებითი მონაცემები შეგროვდა ქალი მაჟორიტარი კანდიდატებისა და მათი სოციალური მედიის გუნდების მიერ გამოგზავნილი წაშლილი კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების შეგროვებით.


კვლევის დიზაინი: წარმომადგენლობითი გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით; კომპლექსური (სტრატიფიცირებული და კლასტერული) შერჩევა. 2020 წლამდე გამოკითხვები პირისპირ ტარდებოდა პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით. 2020 წლიდან გამოკითხვები ტარდება ტელეფონით პლანშეტური კომპიუტერების გამოკითხვით.
მასალები: სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში "პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა Facebook სივრცეში"

ტალღა 37, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2020 წლის დეკემბერი
1) ქვეყნის მიმართულება და დემოკრატია, ეროვნული დონის პრიორიტეტები, ჯანდაცვა და პანდემია, ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება, ახალი პარლამენტის მიმართ არსებული მოლოდინები, 2020 წლის არჩევნების შეფასება, პარტიების შეფასება

ტალღა 36, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2020 წლის აგვისტო
1) ეროვნული და ადგილობრივი დონის საკითხები, ქვეყნის მიმართულება და დემოკრატია, არჩევნები 2020, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი

ტალღა 35, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2020 წლის ივნისი
1) ინფორმაციის წყაროები, ინფოდემია, სიღრმისეული ანალიზის შედეგები, ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა, მომავალი, დემოგრაფია

ტალღა 34, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერი
1) ქვეყნის მიმართულება და დემოკრატია, ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასება, პარლამენტის საქმიანობის შეფასება, პარტიების მხარდაჭერა და მომავალი არჩევნები, ევროკავშირის და ნატო-ს მხარდაჭერა, საინფორმაციო სივრცე, მიმდინარე მოვლენები

ტალღა 33, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2019 წლის ივლისი
1) ქვეყნის მიმართულება და ეროვნული საკითხები, ეკონომიკა, ჯანდაცვა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, უმცირესობათა უფლებები, საგარეო პოლიტიკა
2) სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება, პარტიების მხარდაჭერა, 20 ივნისის მოვლენები

ტალღა 32, მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში, 2019 წლის აპრილი
1) საგარეო პოლიტიკა - ევროკავშირი, ნატო, ეროვნული უსაფრთხოება და რუსეთი, დეზინფორმაციის მესიჯები, საინფორმაციო სივრცე
2) ქვეყნის მიმართულება, ინსტიტუტების და პოლიტიკური ლიდერების შეფასება, პარტიების მხარდაჭერა, მიმდინარე და წარსული მოვლენები