უკან

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში (ტალღა 3)

ქვეყანა: საქართველო
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF)
თარიღი: ივნისი 2013 - ნოემბერი 2013
პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია საზოგადოებრივი წარმოდგენების შესწავლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ მისწრაფების შესახებ, და საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის ინსტიტუტების, ღირებულებებისა და ხალხის მოლოდინის შესახებ. კვლევა ჩატარდა 4-ჯერ, 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში.

კვლევის დიზაინი:

2013 წლის კვლევაში 2,462 რესპონდენტი მონაწილეობდა. წინა წლების მსგავსად, გამოკითხვისთვის შეირჩა საქართველოში მცხოვრები ზრდასრული (18 და მეტი წლის) რესპონდენტები.

2009 და 2011 წლების კვლევებში ქვეყნის მოსახლეობა სამ ფენად დაიყო: დედაქალაქში, სხვა ურბანულ დასახლებებში და სოფლად მცხოვრებ რესპონდენტებად. 2013 წლის კვლევაში უმცირესობების დასახლებები დამოუკიდებელ, მეოთხე ფენად დაემატა და ინტერვიუები უმცირესობების ენებზე ჩატარდა - სომხურად და აზერბაიჯანულად. ალბათური შერჩევის პრინციპით მოხდა საარჩევნო უბნების შერჩევა თითოეული ფენისთვის, დასახლების ტიპის (ქალაქი/სოფელი) გათვალისწინებით და მოსახლეობის სიდიდის პროპორციულად. ინტერვიუერებმა შინამეურნეობები სამარშრუტო შერჩევის მეთოდით შეარჩიეს. თითოეულ ასეთ შინამეურნეობაში რესპონდენტი კიშის ცხრილის მიხედვით შეირჩა. 

გამოპასუხების დონე 2009 წელს 70 პროცენტს შეადგენდა, 2011 წელს - 72 პროცენტს, ხოლო 2013 წელს - 80 პროცენტს. ცდომილების საშუალო ზღვარი 2013 წლის მონაცემებისთვის 2.9 პროცენტია.

მასალები:

მონაცემთა ბაზა; ანგარიში ცვლილებებისა და ტენდენციების შესახებ.