უკან

კავკასიის ბარომეტრი 2017

ქვეყანა: საქართველო
დონორი: ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაცია
თარიღი: სექტემბერი 2017 - თებერვალი 2018
პროექტის მიზანი: კავკასიის ბარომეტრი შინამეურნეობების გამოკითხვაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება (2013 წლამდე ყოველწლიური გამოკითხვა იყო). კავკასიის ბარომეტრის მიზანია სანდო და ერთმანეთთან შესადარი მონაცემების შეგროვება ოჯახების ეკონომიკურ ქცევასა და სოციალურ შეხედულებებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. გამოკითხვა 2004 წლიდან ტარდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქვეყნების წარმომადგენლობითი მონაცემები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან (2010 წლამდე გამოკითხვის სახელწოდება იყო მონაცემთა ინიციატივა). 2015 წელს კავკასიის ბარომეტრი მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში ჩატარდა. კავკასიის ბარომეტრი 2017 საქართველოში ჩატარდა 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.

შინამეურნეობების გამოკითხვა კავკასიის ბარომეტრი ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის დიდი პროექტის ნაწილია, რაც ასევე მოიცავს ყოველწლიურ კონფერენციას კვლევის მეთოდებზე, მეთოდოლოგიურ ტრენინგებს და ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამას.
კვლევის დიზაინი: კავკასიის ბარომეტრი 2017 საქართველოსა და სომხეთის სრულწლოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვაა.
მასალები: მონაცემთა ბაზა, მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდის ბმული და პრეზენტაცია საქართველოს მოსახლეობის შეხედულებების შესახებ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე.