კვლევა საქართველოში დევნილთა შესახებ

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
Conciliation Resources
თარიღი:
09.2009
-
09.2010
ბიუჯეტი:
$25,660.00

კვლევის მიზანია საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესწავლა. პროექტი გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შედეგებს, როგორც პოლიტიკური დისკუსიის დონეზე, ასევე ზოგადად საქართველოში დევნილთა ვითარების და მომავალი პერსპექტივების ანალიზის კუთხით. კვლევა ფოკუსირდება დევნილთა შეხედულებებზე შემდეგი საკითხების მიმართ: სახლში დაბრუნება, კონფლიქტის გადაჭრა და სამართლიანობა.

გამოკითხვა ჩატარდა აფხაზეთის დევნილ მოსახლეობასთან, რომელიც ამჟამად ცხოვრობს საერთო საცხოვრებლებში საქართველოს ტერიტორიაზე. ექვსი ფოკუს ჯგუფი ჩატარდა თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირებთან, რომლებიც ცხოვრობენ საკუთარ ბინებში.

მონაცემთა ბაზა, ცხრილები, ანგარიშიფოკუს-ჯგუფის ანგარიში.

გაზიარება