უკან

სურსათის უვნებლობა საქართველოში: პრობლემები, ხარვეზები და განსხვავებული პერსპექტივები

ქვეყანა: საქართველო
დონორი: ევროპის ფონდი (EF)
თარიღი: ნოემბერი 2015 - დეკემბერი 2015
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, შეისწავლოს სურსათის უვნებლობის პროცესში ჩართული ან სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რა ხარვეზებია როგორც საკანონმდებლო, ისე აღსრულების ეტაპზე და როგორ აღიქვავს ამ პროცესს მომხმარებელი. სურსათის უვნებლობის საკითხი დღის წესრიგში დადგა 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირთან თანამშრომლობის ჩარჩოსა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის ფარგლებში.
კვლევის დიზაინი: ფოკუს ჯგუფები სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ ჯგუფებთან: ლაბორატორიების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან, სასურსათო პროდუქტების იმპორტიორებთან და მეწარმეებთან, ასევე მომხმარებლებთან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
მასალები: ფოკუს ჯგუფების ანგარიში