უკან

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში (ტალღა 5)

ქვეყანა: საქართველო
დონორი: ევროპის ფონდი (EPF)
თარიღი: მარტი 2017 - ივნისი 2017
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების შესწავლა ევროკავშირის მიმართ, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის ინსტიტუტების, ღირებულებებისა და ხალხის მოლოდინის შესახებ. ეს იყო ევროკავშირზე ცოდნისა და დამოკიდებულებების შესახებ გამოკითხვის მეხუთე ტალღა, 2009 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდა მსგავსი გამოკითხვა.
კვლევის დიზაინი: 2017 წელს სულ 2,258 რესპონდენტი გამოიკითხა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსახლეობა ოთხ ფენად დაიყო: ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული დასახლებები, დედაქალაქი, სხვა ურბანული დასახლებები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა. ალბათური შერჩევის პრინციპით მოხდა საარჩევნო უბნების შერჩევა თითოეული ფენისთვის, დასახლების ტიპის (ქალაქი/სოფელი) გათვალისწინებით და მოსახლეობის სიდიდის პროპორციულად. ინტერვიუერებმა შინამეურნეობები სამარშრუტო შერჩევის მეთოდით შეარჩიეს. თითოეულ ასეთ შინამეურნეობაში რესპონდენტი კიშისცხრილის მიხედვით შეირჩა. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის, დედაქალაქის, სხვა ქალაქების, სოფლების და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული დასახლებების მოსახლეობისთვის.

კითხვარები, რომლებიც CRRC-საქართველომ გამოიყენა 2009, 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში ერთმანეთის თითქმის იდენტურია, რაც მონაცემების შედარების შესაძლებლობას იძლევა. ცდომილების საშუალო ზღვარი 2017 წლის მონაცემებისთვის +/- 2.7 პროცენტია.
მასალები: კვლევის ანგარიში, მონაცემთა ბაზა.