უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ
მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესს კრიტიკა მოჰყვა იმის მიუხედავად, რომ დადებითი შეფასება დაიმსახურა გასაუბრებების საჯაროობამ. ეუთომ/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა შერჩევის პროცესი შემდეგნაირად შეაფასა: „საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი, მიუხედავად სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის გასამყარებლად გატარებული გარკვეული დადებითი ზომებისა." კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ასევე გააკრიტიკა პროცესი და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაძლებელს ხდიდა სიის იმგვარად ფორმირებას, „რომელიც ძირითადად სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა."
რა იცის საზოგადოებამ ამ პროცესის შესახებ საქართველოში, როგორია მათი დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისა და სასამართლო სისტემის ინსტიტუტების შესახებ? 2019 წლის 5-დან 11 სექტემბრამდე ჩატარებული სატელეფონო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა გაყოფილია სასამართლო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კუთხით, დიდ ნაწილს არ სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ, არ ენდობა მას და ასევე უმეტესად არ სმენია შერჩეული კანდიდატების შესახებ.

საქართველოში საზოგადოება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხშიც გაყოფილია. მოსახლეობის უმრავლესობას (54%) სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ. თუმცა, მათი დამოკიდებულება უარყოფითისკენ იხრება. მათი ნახევარზე მეტი (53%), ვისაც სმენია მოსამართლეთა შერჩევის შესახებ, ამ პროცესს არ ენდობა. ამის მსგავსად, მათი თითქმის ნახევარი (48%), ვისაც სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის შესახებ, ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი მიუკერძოებლად არ წარიმართა.

სატელეფონო გამოკითხვაში რესპონდენტებს სთხოვეს, გაეზიარებინათ პირველი ასოციაცია, რაც ახსენდებოდათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ უმრავლესობამ (64%) არანაირი ასოციაცია არ დაასახელა - კითხვაზე მათი პასუხი იყო „არ ვიცი“. დასახელებულ პასუხებში ფიგურირებდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი და ნეიტრალური ასოციაციები. თუმცა, უარყოფითი ასოციაციები სჭარბობდა. საერთო ჯამში, რესპონდენტთა 3%-მა დაასახელა დადებითი ასოციაცია, 20%-მა - უარყოფითი, ხოლო პასუხების 10% ნეიტრალური იყო. სამი ყველაზე ხშირად დასახელებული ასოციაცია იყო: „მოსამართლეები უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ“ (6%), „დაუცველობა“ (3%) და „უნდობლობა“ (2%). დადებით ასოციაციებს შორის იყო „იმედი“ (1%), „პროცესი კარგი მიმართულებით მიდის“ (0.6%) და „სამართლიანი სასამართლო“ (0.2%). უარყოფით ასოციაციებად, მათ შორის, დასახელდა: „უარყოფითი დამოკიდებულება“ (2%), „უსამართლობა“ (1%), „კლანი“ (1%).
შერჩევის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია 20 კანდიდატი პარლამენტში წარსადგენად. სატელეფონო გამოკითხვაში რესპონდენტებს თითოეულ კანდიდატზე ჰკითხეს, მათი აზრით, უნდა დაინიშნოს თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (60%-ზე მეტს კანდიდატების უმეტესობის შემთხვევაში) არ სმენია ამ ადამიანების შესახებ. სამი კანდიდატი, რომლის შემთხვევაშიც მოსახლეობის 10% ან მეტი ამბობს, რომ უნდა დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, არის: საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე (14%), იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (13%) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე (10%).
საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეხუთედი (19%) ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში ამ 20 კანდიდატის დანიშვნით საქართველოში მართლმსაჯულება გაუმჯობესდება. მოსახლეობის იგივე წილის (19%) თქმით, საქართველოში მართლმსაჯულება გაუარესდება და ერთ მესამედზე ნაკლები (29%) მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულება ისეთივე დარჩება, როგორიც ამჟამადაა.
შერჩევის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და მის მიმართ დამოკიდებულების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ქართულენოვანი სრულწლოვანი მოსახლეობის მხოლოდ 1%-მა დაასახელა აღნიშნული პროცესი ზაფხულში მიმდინარე მოვლენებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად. ხუთი ყველაზე ხშირად დასახელებული მოვლენა იყო:
- ლარის გაუფასურება,
- 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლა,
- საოკუპაციო ხაზის გადმოწევა,
- საპროტესტო აქციები „სირცხვილია“ და
- გავრილოვის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში.
მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედმა ზაფხულში განვითარებული ვერცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ვერ დაასახელა, არჩია, ეთქვა „არ ვიცი“ ან საერთოდ უარი განეცხადებინა პასუხზე. რესპონდენტებმა ამ კითხვას არარელევანტური პასუხებიც გასცეს, მაგალითად, „კარგი ამინდები“ ან „უწყლობა/უდენობა“ და ა.შ.
ამრიგად, საქართველოს მოსახლეობა მეტ-ნაკლებად თანაბრადაა გაყოფილი მათ შორის, ვინც ენდობა ან არ ენდობა სასამართლო ინსტიტუტებს. მოსახლეობის ნახევარზე მეტს სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ. თუმცა, მცირე ნაწილი ასახელებს ამას ზაფხულში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენათა შორის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ მათი დამოკიდებულება, ვისაც სმენია ამ პროცესის შესახებ, უარყოფითისკენ იხრება. მოსახლეობას უჭირს კონკრეტული კანდიდატების შემთხვევაში იმის თქმა, უნდა დაინიშნონ თუ არა ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ და მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ არ სმენია ამ ადამიანების შესახებ ან არ იცის, უნდა დაინიშნონ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად თუ არა.
შენიშვნა: ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მასში წარმოდგენილი ინფორმაცია სატელეფონო გამოკითხვას ეფუძნება. ტექსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „CRRC-საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI). სტატიაში არსებული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად „CRRC-საქართველომ" 2019 წლის 5-11 სექტემბერს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში. გამოიკითხა 867 მოქალაქე; მონაცემები საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია; ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.2%-ის ტოლია.
სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის აღქმა
ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში
2002 წლის ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.
Who trusts the police in Georgia?
განქორწინება რთული გასამართლებელია
შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.UNDP-ის 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ.
საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?
1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
Trust in institutions in the South Caucasus – generating a combined score
ქართველი ახალგაზრდები: ევროკავშირისადმი სწრაფვა ტოლერანტობის გარეშე
რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 2)
რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 1)
On courts and trust: Perceptions of the judiciary in Georgia
Trust and Distrust in Political institutions in Azerbaijan
The Population of Georgia on "good citizenship"
Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.საცხოვრებლის ტიპები საქართველოს ქალაქებში
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მეტად ურბანული გახდა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ რეგიონებში უთანასწორო განვითარება გამოიწვია. უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიაშურა დიდ ქალაქებს. ამის შედეგად, 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (57.5%) ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს.საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა მცირდება
სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში
მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.How Georgia became an upper-middle income country
According to the World Bank report, Georgia became an upper-middle income country. What determined this shift of the economy, what are its long-term implications and why does it matter?Positive Public Attitudes in Georgia
ხანდაზმულთა კეთილდღეობა სამხრეთ კავკასიაში: პრობლემა გამწვავების პერსპექტივით
გარემოსადცვითი პრობლემები საქართველოში: მოსახლეობის საფიქრალი?
გაეროს სოციალური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (UNRISD) თანახმად, „გარემო-პირობების გაუარესება უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და არსებობის შესაძლებლობებზე, რასაც დაბინძურებული გარემო და ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა განაპირობებს. ნიადაგის ეროზია, ტყეების გაჩეხვა, ცხოველებისა და მცენარეების გადაშენება ანსახეობების შემცირება აფერხებს მრავალი ადამიანის მწარმოებლურ შესაძლებლობებს.“Trust in Institutions in the South Caucasus
Finding a good job in Georgia
Trust in local government in Georgia
Expectations and the EU Association Agreement
A look at (in)Justice in Georgia as charges are brought against ex-President Saakashvili
ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში
Perceptions of Court System Fairness in the South Caucasus
Ann Bennett Lockwood, an American attorney, politician and author once said that, “If nations could only depend upon fair and impartial judgments in a world court of law, they would abandon the senseless, savage practice of war”. For many, the credibility of a government is judged by the fairness of itsjudicial system. For instance, Michel Rosenfeld (2001) argued that a fair justice system creates respect and faith in government by saying that, “If a citizen implicitly or explicitly endorses a law or legal regime, the latter can be considered subjectively fair.”აქტიური და დასაქმებული
ივარჯიშე და იყავი ბედნიერი
მონაცემებში ასახული ტენდენციები: სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება სომხეთში
CRRC-ს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ბლოგის მიხედვით, საქართველოში სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტის მიმართ ნდობა 2011-დან 2015 წლამდე დაეცა. ეს ბლოგი, კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით, მიმოიხილავს ნდობას იგივე ინსტიტუტების მიმართ სომხეთში.უმაღლესი განათლების მქონე პირთა დასაქმება და შემოსავალი საქართველოში
განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?
2015 EU survey report: Major trends and recommendations
Caucasus Barometer: Unpacking Public Trust in the President
Rule of Law in Georgia - Opinions and Attitudes of the Population
Upswing of Transition in Georgia
The Level of Trust in Government Institutions in Georgia: The Dynamics of the Past Three Years
Levels of trust in the banks in Georgia: Changes over the past two years
Three months before the 2016 Parliamentary elections: Trust in the Central Election Commission and election observers in Georgia
The June 2016 CRRC/NDI Public attitudes in Georgia survey, conducted three months before the Parliamentary elections, provides interesting information about trust in the Central Election Commission (CEC) and election observers, both local and international.Was the population informed about the constitutional reform in Georgia?
After 10 months of discussions, the parliament of Georgia adopted amendments to the constitution of the country on September 29th and overrode the president’s veto on October 13th, 2017. The most widely discussed amendments are about rules for electing the president, self-governance principles, the definition of marriage, the sale of agricultural land to foreigners, the minimum age of judges and the country’s foreign policy orientation. Because of the importance of the amendments, one would expect a high level of awareness among the population. However, despite the public meetings held and media coverage of the issue, according to the CRRC/NDI survey from June 2017, a majority of the population of Georgia was not aware of the constitutional reform process.ისტორიისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის აღქმა: MYPLACE-ის ახალი პუბლიკაცია
2011-2015 წლებში CRRC-საქართველო მონაწილეობდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში "MYPLACE: მეხსიერება, ახალგაზრდობა, პოლიტიკური მემკვიდრეობა და სამოქალაქო ჩართულობა". თოთხმეტი ქვეყნის (იხ. რუკა) თექვსმეტი აკადემიური პარტნიორი იკვლევდა ევროპაში ახალგაზრდების ჩართულობისა თუ ნაკლები ჩართულობის ფორმებსა და მიზეზებს.ახალი წელი ორჯერ, თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს
დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. მომდევნო წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.
2016 წლის 1-13 დეკემბერს CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.
2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები 1 თებერვლიდან საჯარო გახდება
1 თებერვალს 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე. „კავკასიის ბარომეტრი“ ყველაზე ხანგრძლივი გამოკითხვაა სამხრეთ კავკასიაში, მისი შედეგები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონში არსებული ტენდენციების შედარების საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში. „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი ტალღა 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სომხეთსა და საქართველოში. შედეგების ნახვა ან მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.გაჭირვებულ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, მათ ვალი უფრო ხშირად აქვთ
CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.პარტიული კუთვნილება და ტელეარხებისადმი ნდობა საქართველოში
მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.Changes in public opinion between 2011 and 2017
A lot changed in Georgia between 2011 and 2017, including the government. New promises and new regulations have been made and new priorities set by politicians. A visa free regime with the Schengen zone countries came into force. An ultranationalist ‘Georgian March’ was organized. A Georgian priest was charged with conspiracy to murder the Secretary of the Patriarch of the Georgian Orthodox Church, the most trusted institution in Georgia. This list is by no means exhaustive, but it does raise questions about whether and how public opinion has changed against the backdrop of these and other events.მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ
2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.
საქონლის მოვლა-პატრონობა საქართველოს სოფლებში: გენდერული განსხვავებები
2017 წლის აგვისტოში CRRC-საქართველომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის (FAO) ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახების მიერ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ფლობას და საქონლის მოვლის პრაქტიკას. საქართველოში ოჯახებს ყველაზე ხშირად ძროხები და ხარები ჰყავთ. კვლევაში დასმული კითხვების გარკვეული ნაწილი ეხებოდა ქალებსა და კაცებს შორის საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საქმეების განაწილებას. სხვა შეკითხვები მიზნად ისახავდა, გაერკვია, არსებობს თუ არა გენდერული განსხვავებები საქონლისა და საქონლის პროდუქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.Most dog owners in Tbilisi vaccinate their dogs, but few spay or neuter them
Based on the findings of a phone survey of the population of Tbilisi, conducted by CRRC-Georgia for the British charity Mayhew in November, 2017, 15% of Tbilisi households have one or more dogs at home. A majority of dog owners reported their dogs were vaccinated at the time of survey, but few spay or neuter them.Is Georgia’s Orthodox Christian population losing (trust in) their religion?
Surveys conducted in Georgia have repeatedly shown that the Georgian Orthodox Church’s leader Patriarch Ilia II is the most trusted public figure in the country. Yet, CRRC’s Caucasus Barometer survey data from 2008 to 2017 suggests that both the share of Orthodox Christians in Georgia that trust the Church and the degree to which they trust the Church is on the decline. Although the survey does not provide direct evidence, the scandals surrounding the church in recent years could have contributed to this. For instance, in 2017, a priest was convicted of attempting to poison the Secretary of Ilia II. The government has sold land to the Church at symbolic prices on numerous occasions, often leading to negative media coverage. In 2013, priests were involved in an anti-LGBT rights riot.NGOs in Georgia: Low trust, high expectations? (Part 1)
Over the last decade, people in Georgia have reported rather low levels of trust toward NGOs. At the same time, when asked during surveys to assess specific aspects of NGO activities, the answers have usually been positive. This blog post is based on the findings of a survey on attitudes toward NGOs collected by CRRC-Georgia in fall, 2017 for the Georgian Civil Society Sustainability Initiative (CSSIGE). The first part of this blog post looks at the most up-to-date data on knowledge of NGOs in Georgia and reported levels of trust toward them. The second part explores the inconsistency between low trust toward NGOs in Georgia, on the one hand, and quite positive assessments of their activities, on the other hand.NGOs in Georgia: Low trust, high expectations? (Part 2)
As discussed in the first part of this blog post, the results of CRRC-Georgia’s survey conducted for the Georgian Civil Society Sustainability Initiative (CSSIGE) project in fall 2017 confirmed that both knowledge about NGOs and trust toward them is quite low in Georgia. This blog post looks at the inconsistency between low trust toward NGOs, on the one hand, and quite positive assessments of their activities, on the other hand.მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება...მიუხედავად ფინანსური ხარჯისა, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2004 წელს ნაწილობრივ შეჩერებული ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური შემოწმება, ისევ განახლდა. თავდაპირველად, 2018 წელს დათვალიერება სავალდებულო სატვირთო ავტომობილებისთვის განახლდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ტექნიკური შემოწმება ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ტექნიკური დათვალიერების განახლების ვალდებულება აიღო. ამასთან, შემოწმების შემოღების კიდევ ერთი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა - სადღეისოდ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ავტომობილების გამონაბოლქვი რჩება. 2018 წლის CRRC/NDI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების განახლებას მხარს უჭერს.საარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არეალებში უარესდება
„CRRC საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საარჩევნო გარემო ყველაზე მეტად პრობლემატური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებშია და მდგომარეობა უფრო უარესდება.2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკუთრებით კი — მეორე ტურში დატრიალებული მოვლენები შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. პირველ და მეორე ტურებს შორის მთავრობამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 600 ათასამდე მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერდა, რაც, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამომრჩეველთა მოსყიდვად უნდა ჩათვლილიყო...
საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ
2018 წლის 3 ნოემბერს რუსთავი 2-ზე გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე“, რომელიც საქართველოს პროკურატურაში შეჩერებულ გამოძიებას ეხებოდა. ფილმი ხაზს უსვამდა პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ ბრალდებებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, უძრავი ქონების ჩამორთმევასა და კერძო პირებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ
2019 წლის 19 იანვარს, „რუსთავი 2-ზე“ გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში“, რომელიც 2011 წელს მთავრობის მიერ მფლობელებისთვის „კონსტანტა ბანკის“ ჩამორთმევის მცდელობას ეხებოდა. ფილმი პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ გარკვეულ გადაცდომებზე მიანიშნებდა.სომხეთსა და საქართველოში, კაცები თვლიან, რომ უფრო მეტ საოჯახო საქმეს აკეთებენ, ვიდრე ეს სინამდვილეშია
სომხეთსა და საქართველოში ტრადიციული გენდერული როლები დღესაც განსაზღვრავს ოჯახში შრომის განაწილებას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საოჯახო საქმეებზე კაცები სრულად არიან პასუხისმგებლები და ზოგიერთს მეტ-ნაკლებად თანაბრად იზიარებენ ოჯახის ქალ წევრებთან ერთად, ძირითადად, საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებელი მაინც ქალები არიან.Judges in the criminal justice system: A new study
What is the role of judges in the criminal justice system? Are there obstacles that judges face to providing fair, impartial, and human rights oriented justice? A new study on the role of judges in the criminal justice system collected the opinions of city court and court of appeals judges and lawyers in February-March 2019. The report was released on June 26th.რა მიმართულებით მიდის საქართველო? საქართველოს მოსახლეობის აღქმა
ბოლო ათი წელია, CRRC-საქართველოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები პოლიტიკური შეხედულებების შესახებ თვალს ადევნებს მოსახლეობის დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამისი პირდაპირი მიზეზი ვერ იქნებოდა, მზარდი აღქმა იმისა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, გარკვეულწილად გავლენას ახდენს იმ საპროტესტო ტალღაზე, რაც საქართველოში ივნისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხალხის აღქმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო, გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, თუმცა, ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად არჩევნები და აშშ დოლართან მიმართებაში ქართული ლარის დევალვაცია იკვეთება. ეს ბლოგი მიმოიხილავს, თუ როგორ იცვლება მოსახლეობის შეხედულება ქვეყნის მიმართულებაზე ბოლო ათი წლის განმავლობაში.პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია
2019 წლის 23 თებერვალს „რუსთავი 2“-ზე გავიდა სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების საგამოძიებო ფილმი „8 წელი სამართლის ძიებაში“. ფილმი შეეხებოდა „საქართველოს რკინიგზის“ მიერ რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობის დროს მოქალაქეებისგან შეძენილ მიწებში არასამართლიანი საფასურის გადახდას და ამ საკითხზე სასამართლო დავას. 2019 წლის 7-15 მარტს, CRRC საქართველომ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა, რათა გაერკვია, უყურა თუ არა საქართველოს მოსახლეობამ ფილმს და რა დამოკიდებულებები აქვთ ფილმში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. გამოკითხვა შეიცავდა კითხვებს, რომლებიც ზომავდა მოსახლეობის დამოკიდებულებას პროკურატურის მიმართ. მიღებული შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ გაყოფილია...გამოკითხვის ექსპერიმენტი: საქართველოს მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ფიქრობს, რომ პროკურატურა არაობიექტურად ახორციელებს მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებას
აქამდე გამოქვეყნებულ რამდენიმე ბლოგპოსტში („საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ“ და „პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია“) ჩანს, თუ რამდენადაა გაყოფილი მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოს პროკურატურის მიმართ. 2019 წლის მარტში ჩატარებულ სატელეფონო გამოკითხვაში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით" ფარგლებში განხორციელდა, CRRC-საქართველომ გამოკითხვის ექპერიმენტი გამოიყენა, რათა გაეგო, რა შემთხვევებში ენდობა ან არ ენდობა საქართველოს მოსახლეობა პროკურატურას.Trust in institutions continues its steady decline in Georgia
Trust in institutions has been on the decline in Georgia for a decade now. For instance, the level of trust in religious institutions declined from 86% of the public reporting trust in 2008 to 71% in 2019, with the decline being particularly prominent among Orthodox Christians, the main religious group in the country.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა: რა იცის საქართველოს მოსახლეობამ და რა დამოკიდებულება აქვს ამ პროცესის მიმართ
2019 წელს, სექტემბრის დასაწყისში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციანი სია წარუდგინა დასამტკიცებლად. 2019 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე პარლამენტმა კანდიდატებთან გასაუბრებები ჩაატარა და 12 დეკემბერს 14 კანდიდატი უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ დაამტკიცა. ქართული მედია ვრცლად აშუქებდა ამ პროცესს.
საქართველოს მოსახლეობის წარმოდგენები პროკურატურაზე
2020 წლის 4-დან 23 მარტამდე პერიოდში CRRC-საქართველომ სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა იმისათვის, რომ გაეგო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ და ასევე დაედგინა, მოსახლეობის რა ნაწილმა ნახა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ ფილმი. გამოკითხვაში ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ საკითხებზე:
- რამდენად ენდობა ან არ ენდობა ხალხი პროკურატურას,
- მოსახლეობის აზრით, რამდენად ხშირია საქართველოში პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მოსამართლეებთან გარიგება მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად,
- რამდენად მოახერხა მთავრობამ სამართლიანობის აღდგენა ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით.
Attitudes towards policing and the judiciary in Georgia
Georgians’ perceptions about equality at court
ანალიზი | საეკლესიო სკანდალები ზიანს აყენებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობას
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არაერთ სკანდალში გაეხვა. იქონია თუ არა ამ სკანდალებმა გავლენა მოსახლეობის ნდობაზე ეკლესიის მიმართ?
2017 წელს ერთერთ მღვდელს ბრალი წაუყენეს და გაასამართლეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის მდივნის მკვლელობის მცდელობისთვის. ასევე, იყო გახმაურებული შემთხვევები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემას შეეხებოდა...
Do Georgians think the Prosecutor’s Office is biased?
The Georgian public has been in a near-perpetual state of shock in recent years over a stream of high-profile criminal cases. In many of these, the impartiality and effectiveness of the Prosecutor’s Office has come into question, but what do people really think about this vital institution?