რა მიმართულებით მიდის საქართველო? საქართველოს მოსახლეობის აღქმა

ბოლო ათი წელია, CRRC-საქართველოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები პოლიტიკური შეხედულებების შესახებ თვალს ადევნებს მოსახლეობის დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამისი პირდაპირი მიზეზი ვერ იქნებოდა, მზარდი აღქმა იმისა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, გარკვეულწილად გავლენას ახდენს იმ საპროტესტო ტალღაზე, რაც საქართველოში ივნისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხალხის აღქმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო, გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, თუმცა, ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად არჩევნები და აშშ დოლართან მიმართებაში ქართული ლარის დევალვაცია იკვეთება. ეს ბლოგი მიმოიხილავს, თუ როგორ იცვლება მოსახლეობის შეხედულება ქვეყნის მიმართულებაზე ბოლო ათი წლის განმავლობაში.

2009 წელს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 40% ამბობდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდიოდა. ეს დამოკიდებულებ კიდევ უფრო გამყარდა და 2012 წლის თებერვალში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შემდეგ ამ მაჩვენებელმა ცოტა დაიწია, თუმცა, ძირითადად დადებითი მაჩვენებელი შენარჩუნდა 2013 წლის ივნისამდე, როცა მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვლიდა, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. ეს იყო შედარებით დაძაბული თანაცხოვრების პერიოდი მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის. ასევე, ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი, რომელშიც შემდგომ გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. 2013 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვებას დაუყოვნებლივ მოჰყვა ხალხის დამოკიდებულების ცვლილება. საგრძნობლად გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ამბობდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ხოლო მათმა რიცხვმა, ვინც თვლიდა, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლებოდა და არასწორი მიმართულებით მიდიოდა, დაიწია.

მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ მოსახლეობის დამოკიდებულება გაუმჯობესდა, ეს ოპტიმიზმი დიდხანს არ გაგრძელებულა. კვლევის შემდეგი ტალღის დროს, მოსახლეობის დამოკიდებულების მაჩვენებელი მარგველაშვილის არჩევნებში გამარჯვებამდე პერიოდს დაუბრუნდა. ეს დამოკიდებულება მომდევნო ტალღაშიც შენარჩუნდა და ვარდნა 2014 წლის აგვისტოსა და 2015 წლის აპრილს შორის პერიოდში განიცადა. ამ დროს არა მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულების ვარდნა დაფიქსირდა, არამედ საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამბობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდიოდა. პესიმიზმის ამგვარი ზრდა სავარაუდოდ ქართული ლარის დევალვაციას მოჰყვა, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ ერთ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ამ გამოკითხვების ისტორიაში, როცა კვლევამ საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულების უფრო მეტი წილი გამოავლინა, ვიდრე დადებითი.

2016 წლის მარტსა და ნოემბერს შორის დამოკიდებულება საქართველოს მიმართულების შესახებ გაუმჯობესდა, თუმცა, იმ ადამიანების წილი, რომლებიც თვლიდნენ, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, კვლავ მეტი იყო. მოსაზრებების წილი, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება და საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, გათანაბრდა.

ეს გაუმჯობესება, სავარაუდოდ, 2016 წლის არჩევნებს უკავშირდება, რადგან უარყოფითი დამოკიდებულება არჩევნების წინ გაიზარდა, არჩევნების შემდეგ კი უფრო პოზიტიურით შეიცვალა.

2018 წლის ივნისში, წინასაარჩევნო პერიოდში უფრო მეტმა ადამიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება და ნაკლებმა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. დამოკიდებულებები გაუმჯობესდა არჩევნების შემდეგ 2018 წლის დეკემბერში. თუმცა, 2019 წლის აპრილის გამოკითხვაში დამოკიდებულებები კვლავ გაუარესდა.

ამრიგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი აზრი ქვეყნის მიმართულების შესახებ უფრო და უფრო პესიმისტური ხდება. არჩევნების წინ საზოგადოების განწყობა ვარდება და არჩევნების შემდეგ უმჯობესდება. თუმცა, ეს გაუმჯობესება დიდსანს არ გრძელდება. არჩევნებისგარდა, მოსახლეობის დამოკიდებულებაზე გავლენას ქართულილარისდევალვაცია ახდენს. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ბევრი მიზეზი, რითიც მოსახლეობის დამოკიდებულებაში ცვლილებების ახსნა, თუმცა, გამოკითხვებზე დაყრდნობით, არჩევნები და ლარის დევალვაცია შეიძლება, გამოვყოთ როგორც ორი მთავარი მოვლენა, რაც მოსახლეობის დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს.

ამ ბლოგში გამოყენებული მონაცემები ხელმისაწვდომია CRRC-საქართველოს მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე.

გაზიარება