უკან
ორშაბათი | 13 ივლისი, 2020

სოციალური კაპიტალი საქართველოში: როგორ მყარდება ნდობა საქმით

სოციალური კაპიტალი ადამიანებს და ადამიანების ჯგუფებს შორის კავშირების ქსელი და ამ ქსელებთან დაკავშირებული ორმხრივი ნდობაა. ის აადვილებს ადამიანებს შორის კომუნიკაციას და თანამშრომლობას და ხელმისაწვდომს ხდის რესურსებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში მიუწვდომელი იქნებოდა. შესაბამისად, სოციალური კაპიტალი მნიშვნელოვანია სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. 2019 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურული და კოგნიტური სოციალური კაპიტალის, განსაკუთრებით კოგნიტური სოციალური კაპიტალის, დონე საქართველოში გარკვეულწილად დაბალია, ამ ორს შორის კავშირი ძლიერია და იმაზე ძლიერი, ვიდრე თითოეულის კავშირი სხვა ფაქტორებთან.
 
სოციალური კაპიტალის ბევრი განმარტება არსებობს, თუმცა, მათი უმეტესობა ამ ფენომენის სტრუქტურულ და კოგნიტურ ელემენტებზე მიუთითებს. სტრუქტურული სოციალური კაპიტალი ქსელებსა და კავშირებზე მიუთითებს, ხოლო კოგნიტური - ამ კავშირებთან დაკავშირებულ ნდობის შეგრძნებაზე. მაგალითად, ქსელები მიუთითებს იმ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ კავშირებზე, რომლებიც ადამიანებს თავის მსგავს და ასევე განსხვავებულ ჯგუფებთან აქვთ. ეს არის ურთიერთობები და განმეორებადი და ორმხრივი ინტერაქცია სხვებთან. სოციალური კაპიტალის კოგნიტური კომპონენტი კი ადამიანების სხვა ადამიანებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის გრძნობაზე მიუთითებს. ეს ორი კომპონენტი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია, ისინი გავლენას ახდენს და აძლიერებს ერთმანეთს. 
 
სტრუქტურულ სოციალურ კაპიტალს ზომავენ კითხვებით, რომლებიც ადამიანის სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობასა და სხვადასხვა ჯგუფებთან კავშირებს აფასებს. კავკასიის ბარომეტრის ფარგლებში ასეთი სახის კითხვებიც ისმება, კერძოდ:


რაც შეეხება კოგნიტურ სოციალურ კაპიტალს, მისი შეფასება ხდება ადამიანების სხვა ადამიანებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის გაზომვით ხდება. კავკასიის ბარომეტრი მოიცავს რამდენიმე კითხვას, რომელიც კოგნიტურ სოციალურ კაპიტალს ზომავს, მათ შორის:


ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკური ინსტიტუტებისა და კონკრეტული ადამიანების მიმართ ნდობის ცვლადები კოგნიტური სოციალური კაპიტალის გასაზომად გამოყენებული არ არის, რადგან პოლიტიკურად დატვრითული დამოკიდებულებები უფრო მეტი ალბათობით დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანების მიმართ დამოკიდებულებასთან და მუდმივად იცვლება მიმდინარე მოვლენების ფონზე.


საქართველოს მოსახლეობის სტრუქტურული სოციალური კაპიტალის აღწერის მიზნით, ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხების კოდირება გაკეთდა ისე, რომ რესპონდენტი იღებდა 1 ქულას, თუ მისი პასუხი სტრუქტურული სოციალური კაპიტალის არსებობაზე მიანიშნებდა და 0-ს, თუ მის არარსებობაზე მიუთითებდა. კითხვებზე პასუხები გაერთიანდა სტრუქტურული სოციალური კაპიტალის ინდექსში, რომელიც იცვლება 0-დან 11-მდე, სადაც 0 მიუთითებს სტრუქტურული სოციალური კაპიტალის ყველაზე დაბალ დონეზე და 11 - ყველაზე მაღალზე.


სტრუქტურული სოციალური კაპიტალის საშუალო მაჩვენებელი საქართველოში 4.54-ია და მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი თითქოს ახლოსაა თეორიულ საშუალოსთან (5.5/11), მოსახლეობის ¾-ისთვის სტრუქტურული სოციალური კაპიტალის მაჩვენებელი 6 ქულა ან უფრო დაბალია და მხოლო 4%-ს აქვს 8 ან უფრო მაღალი ქულა.
 
 
 
 

რაც შეეხება კოგნიტურ სოციალურ კაპიტალს, ნდობასთან დაკავშირებული კითხვები გარდაიქმნა და კოგნიტური სოციალური კაპიტალის ინდექსში გაერთიანდა, რომელიც 0-დან 5-მდე იცვლება. 0 ქულა კოგნიტური სოციალური კაპიტალის ყველაზე დაბალ, ხოლო 5 ყველაზე მაღალ დონეზე მიუთითებს.


კოგნიტური სოციალური კაპიტალის საშუალო ქულა საქართველოში 1.52-ია და მოსახლეობის ¾-სთვის კოგნიტური სოციალური კაპიტალის მაჩვენებელი 2 ან უფრო დაბალია. მოსახლეობის მხოლოდ 6% აჩვენებს 3-ზე მაღალ ქულას.

 
აღწერილი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ხალხს კოგნიტურთან შედარებით, უფრო მაღალი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ქსელები და კავშირები უფრო განვითარებულია საქართველოში, ვიდრე სოციალური კაპიტალის ნდობის კომპონენტი.

იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ იცვლება სტრუქტურული და კოგნიტური სოციალური კაპიტალი სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფში, შემუშავებულ იქნა რეგრესიული მოდელი. მოდელი მოიცავდა შემდეგ ცვლადებს: სქესი (კაცი, ქალი), ასაკობრივი ჯგუფი (18-34, 35-54, 55+), დასახლების ტიპი (დედაქალაქი, ქალაქები, სოფლები), განათლება (საშუალო ან უფრო დაბალი, საშუალო ტექნიკური, უმაღლესი), დასაქმების სტატუსი (დასაქმებული, დაუსაქმებელი), ვალის ქონა (ოჯახს აქვს ვალი, ოჯახს არ აქვს ვალი), სხვადახვა ნივთების ფლობის ჯამური ინდექსი, რომელიც კეთილდღეობის გავრცელებული  საზომია.სტრუქტურული სოციალური კაპიტალისათვის შემუშავებულ რეგრესიულ მოდელში გამოყენებულია კოგნიტური სოციალური კაპიტალი და პირიქით.


თეორიულად, რეგრესიულ მოდელში ჩართული ყველა ცვლადი, როგორც წესი, დაკავშირებულია სოციალურ კაპიტალთან. კერძოდ, ადამიანებს უფრო მეტი კავშირებით განსხვავებულ ჯგუფებთან და ურთიერთობების შესაძლებლობებთან სტრუქტურული და კოგნიტური სოციალური კაპიტალის უფრო მაღალი დონე აქვთ.


რეგრესიული ანალიზი აჩვენებს, რომ სტრუქტურული სოციალური კაპიტალი უფრო მაღალია დედაქალაქში, ვიდრე სხვა ურბანულ და სოფლის ტიპის დასახლებებში. ახალგაზრდებს უფრო მაღალი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი აქვთ, ვიდრე შუა ხნის და ხანდაზმულ ადამიანებს. ასევე მეტია ალბათობა, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს უფრო მაღალი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი ჰქონდეთ. ეს ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისში განსხვავებულ ჯგუფურ აქტივობებში ჩართვისა და სხვებთან დაკავშირების მეტი შესაძლებლობებია. ამის მსგავსად, ახალგაზრდებს შესაძლოა, მეტი დრო და ურთიერთობის და განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომლებიც ქსელების ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული. განათლებასაც ასევე შეუძლია განსხვავებულ ჯგუფებთან ურთიერთობის და სხვადსხვა აქტივობებში ჩართვის მეტი შესაძლებლობების შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ თეორიის მიხედვით, სტრუქტურული სოციალური კაპიტალი კოგნიტურ სოციალურ კაპიტალთანაა დაკავშირებული. ნდობის უფრო მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებს უფრო მეტი კავშირები აქვთ განსხვავებულ ადამიანებთან და ჯგუფებთან.
 
 

სტრუქტურული სოციალური კაპიტალი არ არის დაკავშირებული სხვა ფაქტორებთან. მაგალითად, მოსალოდნელი იყო, რომ დასაქმებულ ადამიანებს უფრო მაღალი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი ექნებოდათ, ვიდრე დაუსაქმებლებს. ასვე, არ არის განსხვავებები სქესის, ეკონომიკური მდგომარეობისა და ოჯახის მიერ ვალის ქონა-არქონის თვალსაზრისით.


რაც შეეხება კოგნიტურ სოციალური კაპიტალს, რეგრესიული ანალიზი მიუთითებს, რომ კოგნიტური სოციალური კაპიტალის კუთხით განსხვავებები არ არის დასახლების ტიპის, სქესის, ასაკის, განათლების, ეკონომიკური მდგომარეობის, დასაქმების სტატუსის და ოჯახის მიერ ვალის ქონა-არქონის თვალსაზრისით. ერთადერთი ცვლადი, რომელიც კოგნიტურ სოციალურ კაპიტალთანაა დაკავშირებული, სტრუქტურული სოციალური კაპიტალია, რაც უკვე ზემოთაც გამოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ნდობის მაღალი მაჩვენებლები არ არის დაკავშირებული რომელიმე დემოგრაფიული ჯგუფის წევრობასთან ან რამე სპეციფიურ მახასიათებლებთან. ის უფრო დაკავშირებულია ქსელების რაოდენობასთან, რომელიც ადამიანს აქვს. რაც უფრო მეტი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი აქვს ადამიანს, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ მას მაღალი კოგნიტური სოციალური კაპიტალი ჰქონდეს.


რეგრესიული ანალიზი აჩვენებს, რომ სტრუქტურული სოციალური კაპიტალი რამდენიმე დემოგრაფიულ მახასიათებელთანაა დაკავშირებული, თუმცა, კოგნიტური სოციალური კაპიტალის წინასწარმეტყველება მხოლოდ სტრუქტურული სოციალური კაპიტალითაა შესაძლებელი. ეს კავშირი ლოგიკურია და ეთანხმება უკვე არსებულ კვლევებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ეს ორი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. თავად ფაქტი, რომ კოგნიტური სოციალური კაპიტალი სხვადასხვა დემოგრაფიულ მახასიათებლებთან დაკავშირებული არ არის, მიუთითებს იმაზე, რომ სტრუქტურული სოციალური კაპიტალი განსაზღვრავს კოგნიტურ სოციალურ კაპიტალს.


სტრუქტურული და სოციალური კაპიტალი საქართველოში მოსახლეობის უმეტესობისთვის საშუალო ან უფრო დაბალ დონეზეა. თუ სტრუქტურული სოციალური კაპიტალის წინასწარმეტყველება შეგვიძლია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა, ასაკი, განათლება, დასახლების ტიპი და კოგნიტური სოციალური კაპიტალი, თავად კოგნიტური სოციალური კაპიტალი, ძირითადად, მხოლოდ სტრუქტურულ სოციალურ კაპიტალთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, კოგნიტური სოციალური კაპიტალი ძალიან მნიშვნელოვანია, ის აადვილებს კომუნიკაციას და კავშირებს უფრო გამოსადეგს ხდის. შესაბამისად, შესაძლოა სასარგებლო იყოს იმის შემდგომი შესწავლა, თუ როგორ გარდაიქმნება სტრუქტურული სოციალური კაპიტალი კოგნიტურ სოციალურ კაპიტალად.
15.06.2015 | ორშაბათი

Trust in institutions in the South Caucasus – generating a combined score

Trust in institutions is a widely studied subject in the social sciences – typing 'trust in institutions' into Google Scholar yields roughly 2.5 million results. It is generally believed to have multi-directional relationships with different aspects of social life, with high levels of trust associated with positive phenomena – acceptance of innovation and a good business environment just to name two.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.08.2016 | ორშაბათი

შიდა მიგრაცია საქართველოში: რა ვიცით მის შესახებ CRRC-ის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების საფუძვლეზე?

არსებული შეფასებების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით შიდა მიგრანტთა რაოდენობა ბევრად აღემატება საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობას. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ცოტა მონაცემი არსებობს შიდა მიგრანტების რაოდენობისა და მათი გეოგრაფიული განაწილების შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევები რეგულარულად აგროვებს ინფორმაციას ქვეყანაში შიდა მიგრაციის შესახებ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კოორდინაციას უწევს მოსახლეობის რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
25.08.2014 | ორშაბათი

Emigration, Language, and Remittances in Georgia

As discussed in a recent blog post, household incomes in Georgia have risen steadily since 2008. The percentage of Georgians who have family or close relatives living abroad has also significantly increased from 37% in 2009 to 53% in 2013. 14% of Georgian households currently receive money from family members, relatives, or friends living in another country as an income source. This blog examines changes in interest in emigrating from Georgia over the last five years, while controlling for certain variables.
07.10.2014 | სამშაბათი

The Wave of the Future: Optimism, Pessimism and Fatalism in Georgia

A recent CRRC regional blog post analyzed the presence of fatalism in Georgia. The post cited CRRC Caucasus Barometer (CB) data which shows that in 2013, 28% of Georgians agreed that “everything in life is determined by fate.” While the CB findings demonstrate that a sizeable portion of the adult population is fatalistic about the future, Georgians are increasingly likely to see that future in a positive light, whether it be determined by fate or not.
20.10.2014 | ორშაბათი

Do Armenians Still View Integration with the EU as Part of a Positive-Sum Game?

On September 3rd 2013 Armenian President Serzh Sargsyan surprised many observers, including some in his own government, when he announced that Armenia would sign an agreement with Russia to join the Eurasian Customs Union (ECU) and spurn a long-negotiated Association Agreement (AA) with the European Union. The move has been dubbed a “U-Turn” as well as a “sudden shift in policy,” although it was predated by landmark Armenian-Russian agreements in 1997 and 2006.
04.12.2014 | ხუთშაბათი

SME Performance in Georgia and Armenia: Part 2

As discussed in the first blog post of this series, the results of the CRRC Caucasus Barometer (CB) survey show that Georgians demonstrate higher levels of interpersonal and institutional trust than Armenians. These types of trust are important indicators of social capital, which is often taken as a necessary condition for the presence of a robust, productive entrepreneurial class and small and medium enterprise (SME) sector.
22.12.2014 | ორშაბათი

Does public opinion accurately gauge government performance in the South Caucasus?

Robert Putnam’s 1993 work Making Democracy Work: Civic Traditions in Modern Italy marked a seminal moment in the development of institutionalism. Putnam’s exhaustive study of the relationship between the governed and governing in the Italian regions contained the discovery that public opinion provides an accurate picture of actual government performance: “The Italians’ gradually increasing satisfaction with the regional governments … corresponded to real differences in performance,” and in each region Putnam’s measurement of performance was “remarkably consistent with the appraisals offered by the regional attentive public and by the electorate as a whole.”
15.02.2012 | ოთხშაბათი

Fatalism and Political Perceptions in Georgia

Widespread apathy and a general disbelief that good can come from joint effort is a major factor hindering social capital in Georgia. One indicator of apathy can be fatalism, meaning the belief that all events are predetermined and therefore inevitable. This blog explores the level of political fatalism in Georgia and how it is connected to Georgians’ perceptions of the country’s current political course and democracy.
29.03.2012 | ხუთშაბათი

Blood Donation in Georgia: Obstacles and Opportunities

According to a report by the World Health Organization, blood donations in Georgia fall below the estimated need for patients. Approximately 60,000 donations are necessary per year to cover Georgian patients’ needs, while the number of actual blood donation does not exceed 37,000. Moreover, 95% of blood donations come from paid donors.
13.07.2012 | პარასკევი

PERCEIVED POVERTY IN GEORGIA: RESULTS OF THE 2011 CAUCASUS BAROMETER

The 2011 Caucasus Barometer asked the Georgian population, “Relative to most of the households around you, would you describe the current economic condition of your household as very good, good, fair, poor or very poor? 
29.06.2012 | პარასკევი

Exploring Neighbourhoods in Georgia: Promises and Challenges for Collaboration

In 2011 CRRC conducted a survey on Volunteering and Civic Participation in Georgia. A part of this survey aimed at exploring relationships between neighbours. The results indicate that the relationships between neighbours in Georgia can be a promising starting point for building social capital and achieving improved housing conditions through collaboration.
02.11.2011 | ოთხშაბათი

A Further Look at Material Deprivation

Continuing to explore standards of living in the South Caucasus, this blog looks at the between four sources of household income and material deprivation using data from the 2010 Caucasus Barometer. Each of the four sources of income (salaries, pensions or government transfers, sales from agricultural goods, and remittances) are categorized by their importance to the household and then cross tabulated with material deprivation. The findings suggest that families reliant on salaries and remittances are better off, while families receiving pensions and government transfers, or those who sell agricultural products as their primary source of income have higher than average rates of material deprivation. 
22.07.2010 | ხუთშაბათი

Attitudes toward the West | Caucasus Analytical Digest

Following an article on Georgians’ attitudes toward Russia, CRRC Fellows Therese Svensson and Julia Hon have written a new piece for CAD, entitled “Attitudes toward the West in the South Caucasus”. Their article looks at citizens’ views on three areas of relations — political, economic and cultural — between the South Caucasus and the West, in particular NATO, the US and the EU. The data were derived from the South Caucasus–wide 2007 and 2008 Data Initiatives (DI), as well as from the 2009 EU survey that was conducted in Georgia.
09.07.2008 | ოთხშაბათი

Caucasus Data | Language: Russian versus English?

Recently, we happened upon an article that talks about the use of Russian across the Caucasus. Is Russian becoming obsolete? According to the article, some Georgian politicians suggest this is the case. At the same time, the article points out that the uptake of English is too slow to replace Russian as a lingua franca.
04.08.2008 | ორშაბათი

Georgia: Women's Participation in Politics

Women’s participation at all levels of elections in Georgia is diminishing. As the Caucasus Women’s Network (CWN)reports, women inGeorgia were less represented in terms of candidates in the last parliamentary elections than in any previous parliamentary elections inGeorgia’s democratic history. On the other hand, women’s low political participation in elected bodies belies women’s activeness in civil society institutions, where females appear to be very active.
12.02.2018 | ორშაბათი

რა ფაქტორები უწყობს ხელს კარგი სამსახურის შოვნას? მოსაზრებები სომხეთსა და საქართველოში

რა ფაქტორები უწყობს ხელს კარგი სამსხურის შოვნას? ეს კითხვა მთელ მსოფლიოშია მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი ქვეყნებში, სადაც მაღალი გაცხადებული უმუშევრობაა. სომხეთი და საქართველო ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. იმის გასაგებად, თუ სინამდვილეში რა ეხმარება ადამიანებს კარგი სამსახურის პოვნაში, საჭიროა კონკრეტულ ქვეყნებში შრომითი ბაზრის სიღრმისეული კვლევა. თუმცა, აგრეთვე საინტერესოა ხალხის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის ფარგლებში მოსახლეობას სომხეთსა და საქართველოში ჰკითხეს, თუ რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი კარგი სამსახურის საშოვნელად მათ ქვეყნებში.
19.03.2018 | ორშაბათი

Temporary emigration intentions from Georgia: Do migration networks count?

The UN estimates the number of international migrants worldwide to be on the rise. Academics and policy makers continue to pay considerable attention to drivers of international migration, i.e. the factors that cause people to move from their home country, either temporarily or permanently.  While a significant body of scholarship exists on the structural ‘push’ factors of international migration, such as limited economic opportunities, poverty, poor governance, or war in migrants’ home countries, interpersonal factors are no less important in shaping migration.  This blog post investigates the latter, seeking to examine how individuals in Georgia with and without close friends and family living abroad differ in their willingness to emigrate from the country temporarily.  
09.04.2018 | ორშაბათი

People in Georgia approve of doing business with Russians, despite interstate hostility

In the 2017 wave of CRRC’s Caucasus Barometer survey, 40% of the population of Georgia named Russia as the main enemy of the country.  Turkey and the United States garnered the second highest share of responses with 3% each.  Yet, no particular animosity towards ethnic Russians is observed in answers to a question about people’s (dis)approval of individuals of their ethnicity doing business with Russians. This blog post examines how answers differ by people’s opinions about whether or not Russia is the main enemy of Georgia.
23.04.2018 | ორშაბათი

Which groups name Russia as Georgia’s main enemy?

In 2017, 40% of the population of Georgia named Russia as the main enemy of Georgia. Yet the opinion that Russia is the main enemy of the country is not equally present in different demographic groups. This blog post uses data from CRRC’s 2017 Caucasus Barometer survey to gain a better understanding of the characteristics of those who report Russia is the country’s main enemy.
30.04.2018 | ორშაბათი

During Sargsyan’s incumbency, dissatisfaction with government grew and support for protest increased

Serzh Sargsyan, formerly the President and then Prime Minister of Armenia, resigned from office on April 23rd, 2018, following 11 days of peaceful protest. Over the past 10 years, which coincide with Sargsyan’s time in office, Armenians were increasingly dissatisfied with their government. At the same time, the country witnessed growing civic engagement, with “youth-driven, social media-powered, issue-specific civic activism,” referred to as “civic initiatives”. CRRC’s Caucasus Barometer data from 2008 to 2017 reflect both these trends.
07.05.2018 | ორშაბათი

Willingness to temporarily emigrate from Armenia and Georgia: Does fatalism matter?

Scholarship points to a number of factors that contribute to an individual’s willingness to emigrate, either on a temporary or permanent basis. Politicaleconomic, and social conditions are all important variables in the emigration equation. This blog post uses data from CRRC’s Caucasus Barometer survey to see whether or not people who express a willingness to temporarily emigrate from Armenia and Georgia differ from others in terms of the reported belief that people shape their fate themselves. Those who believe so may be more inclined to consider actions such as temporary emigration.
16.05.2018 | ოთხშაბათი

Five data points about homophobia in Georgia five years after the IDAHOT riot

Five years ago, on May 17, 2013 a homophobic riot took place in Tbilisi in response to a small LGBTQ rights demonstration on the International Day against Homophobia and Transphobia. Thousands of protestors, including frocked priests, chased the demonstrators through the streets of Tbilisi as police struggled (some say facilely) to protect the demonstrators from violence. In the time since, LGBTQ rights have remained on the agenda in Georgia, with an anti-discrimination law passed in 2014, which gives some protection to LGBTQ people, and the first openly homosexual candidate running for office in the 2017 local elections. Despite this progress, homophobic and transphobic violence still occurs in the country (for example, see herehere, and here). Five years after the events of May 17, 2013, this article presents five findings from CRRC’s Caucasus Barometer (CB) survey about homophobia in Georgia.
04.06.2018 | ორშაბათი

Willingness to temporarily emigrate from Armenia and Georgia: Does education matter?

A previous CRRC blog post showed how people’s willingness to temporarily emigrate from Armenia and Georgia varied according to their belief in whether everything in life is determined by fate or people shape their fate themselves. The blog post concluded that compared to people who are not interested in temporary emigration from these countries, those who are tended to believe slightly more often that people shape their fate themselves.
13.08.2018 | ორშაბათი

Is Georgia’s Orthodox Christian population losing (trust in) their religion?

Surveys conducted in Georgia have repeatedly shown that the Georgian Orthodox Church’s leader Patriarch Ilia II is the most trusted public figure in the country. Yet, CRRC’s Caucasus Barometer survey data from 2008 to 2017 suggests that both the share of Orthodox Christians in Georgia that trust the Church and the degree to which they trust the Church is on the decline. Although the survey does not provide direct evidence, the scandals surrounding the church in recent years could have contributed to this. For instance, in 2017, a priest was convicted of attempting to poison the Secretary of Ilia II. The government has sold land to the Church at symbolic prices on numerous occasions, often leading to negative media coverage. In 2013, priests were involved in an anti-LGBT rights riot.
18.05.2020 | ორშაბათი

Why are Georgians Nostalgic about the USSR? Part 1

Several surveys in recent years suggest that close to half of the Georgian public considers the dissolution of the USSR a bad thing. After nearly 30 years since gaining independence, why do so many Georgians look back with nostalgia towards the Soviet Union? Reasons for Soviet nostalgia in other contexts are usually associated with how people experienced transition from state socialism to capitalism. The economic hypothesis explaining nostalgia argues that a perception of being part either “a winner” or “a loser” of the transition is associated with nostalgic feelings towards the Soviet Union. Other hypotheses introduce politics into the equation. According to this explanation, those who reject democracy on ideological grounds are more likely to be nostalgic as are those who think that democratic institutions are too feeble in delivering state services. Are these explanations true for Georgian Ostalgie? This series of blog posts explores these and other potential explanations to Soviet nostalgia.
09.06.2020 | სამშაბათი

აღწერაში დაკარგულები: მეგრული და სვანური ენები საქართველოში გაქრობის საფრთხის ქვეშ არიან

21 თებერვალს საქართველო მშობლიური ენის დღეს აღნიშნავს, თარიღს, რომელიც იუნესკომ „ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების ხელშეწყობის“ მიზნით დააწესა.

საქართველოში
თერთმეტი ისეთი ენაა გავრცელებული, რომლებიც იუნესკო-ს თანახმად, გაქრობის საფრთხის წინაშეა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ეთნიკური უმცირესობებისთვის რამდენიმე მცირე ენაზე გაკვეთილები ტარდება.
 
ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო მცირე ენათა შენარჩუნების აუცილებლობას ხედავს. თუმცა საკითხი, თუ რომელი ენის დაცვა ღირს, როგორც ჩანს, არჩევანის საგანია.
22.06.2020 | ორშაბათი

Coming Together and Growing Apart: A Decade of Transformation in the South Caucasus

CRRC is excited to announce its 6th Methods Conference, which will be held on June 26-27 and open to public viewing over Facebook and direct participation through signing up here. The conference focuses on a decade of change in the region.
11.08.2020 | სამშაბათი

There is a gap between support for democracy and liberal values in Georgia

Public opinion polls suggest support for democracy is on the decline in Georgia, but does support for democracy correlate to support for liberal values? 

An increasing number of Georgians view their country as ‘a democracy with major problems’, with CRRC’s Caucasus Barometer survey showing the share of people reporting this belief to have increased from 27% in 2011 to 48% in 2019

In parallel to this growing scepticism towards the country’s democratic situation, surveys show a decline in the proportion of the population believing that democracy is preferable to any other kind of government, falling from 65% in 2011 to 49% in 2019