საზოგადოებრივი აზრი საქართველოში ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობის შესახებ

კონსერვატიული ტრადიციები ღრმადაა გამჯდარი ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ქორწინებამდე სექსუალურ ურთიერთობას ეხება. ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასების კვლევის ბოლო ტალღა, რომელიც 2019 წელს ჩატარდა ევროპის ფონდთან თანამშრომლობით, აჩვენებს, რომ ქორწინებამდე სექსუალურ ურთიერთობას მოსახლეობა კაცების შემთხვევაში უფრო გამართლებულად მიიჩნევს, ვიდრე ქალების შემთხვევაში. ამ კვლევის 2017 და 2019 წლის ტალღებს შორის ეს დამოკიდებულება საგრძნობლად არ შეცვლილა.

თუ გსურთ ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მოძიება, გაეცანით შემდეგ ბლოგს, სადაც მოსახლეობის დამოკიდებულებები ამ საკითხზე დემოგრაფიულ ჭრილშია განხილული 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ან შეგიძლიათ ნახოთ მონაცემები ამ და სხვა საკითხებზე მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.

გაზიარება