უკან
სამშაბათი | 09 ოქტომბერი. 2012
მიმდინარე პროექტების სერია: მართლა არსებობს „კავკასიური“ ენები?
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2012 წლის შემოდგომის სეზონის რიგით მე-4 სესიას!
დოქტორი თომას ვაიერი, თავისუფალი უნივერსიტეტი

„მართლა არსებობს 'კავკასიური' ენები? რეგიონული თავისებურებები (ან მათი ნაკლებობა) კავკასიურ ენებში"
ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი,  2012, 18:15ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, თბილისი, საქართველო
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, როდესაც არაბი გეოგრაფები მას „ენების მთებს უწოდებდნენ“, კავკასია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ლინგვისტური თავისებურებებით. თუმცა, თითქმის ყოველთვის უარყოფით პლანში: უფრო იმის გამო რაც არ იყო, ვიდრე იმის გამო რისთვისაც იყო განკუთვნილი. ამ პრეზენტაციაში მე მინდა მიმოვიხილო მდგომარეობა კავკასიურ კვლევებში და ეჭვქვეშ დავაყენო მტკიცება, რომ „კავკასიური ენა“, როგორც ასეთი, არსებობს. პრეზენტაციის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ, ერთის მხრივ, კლიმოვს (1965) და ჩირიკბას (2008), რომლებიც ამტკიცებენ, რომ არსებობს მთელი რიგი თავისებურებებისა, რომლებიც გამოყოფს კავკასიას, როგორც ლინგვისტურ არეალს, ან „Sprachbund“-ს; მეორეს მხრივ, განვიხილავთ ტუიტეს (1999), რომელიც ამტკიცებს, რომ ერთადერთი თავისებურება, რაც რეალურად გამოყოფს კავკასიას, როგორც ლინგვისტურ არეალს, გარკვეული (glottalized) თანხმოვნებია.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ორივე სიმართლე იყოს. მე შევეცდები ვაჩვენო, რომ მაშინ, როცა ჭეშმარიტება ამ ორი უკიდურესობის შუალედშია, კავკასიის განხილვა ცალკეულ, კოჰერენტულ ერთეულად ასახავს მე-19 და ადრეული მე-20 საუკუნეების მოძველებულ ორიენტალისტურ დამოკიდებულებას კავკასიური ენების და კავკასიელი ხალხის მიმართ. ეს ხელს გვიშლის ამ რეგიონის ლინგვისტური კომპლექსურობის სრულად გაგებაში.თომას ვაიერმა მიიღო PhD ხარისხი ლინგვისტიკაში ჩიკაგოს უნივერსიტეტში. ის არის ასისტენტ-პროფესორი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა. გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org.