უკან
ოთხშაბათი | 05 ოქტომბერი. 2011
მიმდინარე პროექტების სერია: არჩევნების გაყალბება საქართველოში: 1999 -2010 წლები - ჯული ჯორჯი (ინგლ)
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) და ამერიკული საბჭოები წარმოგიდენთ 2011 წლის შემოდგომის მიმდინარე პროექტების რიგით პირველ  სერიას:
პროფესორი ჯული ჯორჯი

„არჩევნების გაყალბება საქართველოში: 1999 -2010 წლები“
თარიღი: ოთხშაბათი, 5 ოქტომბერი, 2011 დრო: 6:15სთ – 7:30სთ ადგილი: ზანდუკელის ქ. 16, ISET-ის შენობა, ოთახი 5.3. თბილისი, საქართველო
****
,,მიმდინარე პროექტების სერია” (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში,  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16). ,,მიმდინარე პროექტების სერიას” ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS. ,,მიმდინარე პროექტების სერიის” მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა.
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი ,,მიმდინარე პროექტების სერიის” ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org.