უკან
ოთხშაბათი | 27 ივნისი. 2012
CRRC საქართველომ შექმნა ქართული ბლოგი!
CRRC საქართველომ შექმნა ქართული ბლოგი, რომლის მიზანია ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც საზოგადოებას უჩნდება ზოგადად სოციალური კვლევების და კონკრეტულად, CRRC-ის შესახებ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეწვიოს ბლოგს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ატარებს CRRC კვლევებს. ასევე შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმა და კომენტარების დატოვება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ბლოგზე!