CRRC-საქართველო აცხადებს ვაკანსიას განვითარების მენეჯერის პოზიციაზე!

განვითარების მენეჯერის მოვალეობაში შედის კვლევითი პროექტებისთვის დაფინანსების მოძიება, კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან და შედეგების ხარისხის უზრუნველყოფა.

CRRC-საქართველო განაცხადების განხილვას დაიწყებს 2015 წლის 6 ოქტომბერს.

ორგანიზაციის შესახებ:

CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. CRRC-საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში.

გაზიარება