უკან
პარასკევი | 19 აგვისტო. 2016
CRRC-საქარველომ საზოგადოებას - „ამომრჩეველთა ხმების დათვლა: წინასწარი ანალიზის ანგარიში საარჩევნო სტატისტიკის შესახებ“ წარუდგინა

19 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ თბილისში, CRRC-საქართველო მართავს პრეს-კონფერენციას ანგარიშის წარსადგენად - „ამომრჩეველთა ხმების დათვლა: წინასწარი ანალიზის ანგარიში საარჩევნო სტატისტიკის შესახებ„, რომელიც მომზადდა პროექტისათვის - “არჩევნების გაყალბების დადგენა მონაცემთა ანალიზის მეშვეობით (DEFDA)“.

პროექტი ფინანსდება დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

 

ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იყვნენ დავით სიჭინავა, CRRC-საქართველოს უფროსი მკვლევარი, რომელმაც ისაუბრა ანგარიშის მთავარი მიგნებების შესახებ, და დასტინ გილბერტი - CRRC-საქართველოს პოლიტიკის ანალიტიკოსი, რომელიც საზოგადოებას პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო გეგმებს გააცნო.

 

ანგარიში მიმოიხილავს ახალი საარჩევნო ოლქების შესაძლო გავლენას 2016 წლის არჩევნებზე, მაშინ, როდესაც 2015 წელს, სასამართლომ იმდროინდელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სისტემა არაკონსტიტუციურად სცნო. ანგარიშში აგრეთვე საუბარია კვლევით მეთოდებზე, რომლებსაც CRRC-საქართველო გამოიყენებს 2016 წლის არჩევნების მონიტორინგისას.

 

კვლევაში წარმოდგენილია 4 ძირითადი მიგნება:

 

  1. ახალი საარჩევნო უბნები იცავს „ერთი ადამიანი, ერთი ხმის“ პრინციპს;
  2. სტატისტიკური მტკიცებულებების თანახმად, ახალი საარჩევნო საზღვრების გადანაწილება შეიძლება განპირობებული ყოფილიყო ხანმოკლე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
  3. ახალმა საარჩევნო საზღვრებმა შესაძლოა შეამციროს ეთნიკურად სომეხი და აჭარელი მუსულმანების რაოდენობა პარლამენტში.
  4. 2012 წელს საუბნო საარჩევნო ოქმებში ლოგიკური შეუსაბამობები დაფიქსირდა.

 

DEFDA-ს პროექტის ფარგლებში, CRRC-საქართველო გეგმავს არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემების რაოდენობრივ ანალიზს,საარჩევნო ექსპერტიზის სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით. პროექტი “არჩევნების გაყალბების დადგენა მონაცემთა ანალიზის მეშვეობით (DEFDA)“ ფინანსდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. საელჩოს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, უოლტერ მიბენმა (მიჩიგანის უნივერსიტეტი) CRRC-საქართველოს მიაწოდა სპეციალური პროგრამული კოდები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი გახდა ანგარიშში წარმოდგენილი შედეგების მიღება.

 

ხსენებულ ანგარიშში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის CRRC-საქართველოს და არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ან სხვა, მათთან დაკავშირებული ინსტიტუტების შეხედულებებს.