SPSS-ის მოკლე კურსი
იმისათვის, რათა გამოიყენოთ “კავკასიის ბარომეტრი” (CB), თქვენ დაგჭირდებათ სტატისტიკური პროგრამა SPSS-ის ცოდნა. ერთი შეხედვით ის საკმაოდ რთული ჩანს, თუმცა სინამდვილეში ადვილია!
ჩვენი SPSS-ის მოკლე კურსით თქვენ 20 წუთში შეძლებთ გამოიტანოთ როგორც სიხშირეები, ასევე ცხრილები და გრაფიკები თქვენი პრეზენტაციისთვის. ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე 5-წუთიანი ვიდეორგოლი, რომლებიც მუშაობის დაწყებაში დაგეხმარებათ.
ვიდეოს ჩასართავად, დააჭირეთ ქვემოთ მოყვანილ ბმულს! ბრაუზერის მთელს ეკრანზე გასაშლელად, დააჭირეთ F11-ს!
მონაცემთა ბაზიდან ძირითადი რიცხვების ამოღება
მონაცემთა უფრო რთული ანალიზი SPSS-ში
გადავაქციოთ მონაცემები მიმზიდველ დიაგრამებად
მონაცემების გადატანა Excel-ში
მონაცემების ამოღება სინტაქსის დახმარებით
სისტემური მოთხოვნები: უნდა გქონდეთ საკმაოდ სწრაფი ინტერნეტი და ბრაუზერი Flash Player-ით.
SPSS-ის უფრო მაღალ დონეზე გამოყენება
თქვენ ისწავლეთ ძირითადი ოპერაციები. იცით, როგორ ამოიღოთ ძირითადი მონაცემები და გააკეთოთ კროსტაბულაციები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგინდებათ უფრო რთული ოპერაციების ჩატარება, თქვენ გეძლევათ საშუალება, უფრო ღრმად შეისწავლოთ ჩვენი მონაცემთა ბაზა. ამ მოდულებით თქვენ შეძლებთ, SPSS თავდაჯერებულად გამოიყენოთ.
შევხედოთ ზოგ რესპონდენტს და არა ყველას
როგორ შეიძლება შევხედოთ მონაცემებს მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის? თუ გინდათ მხოლოდ სოფლის რესპონდენტების (ან დედაქალაქის) მონაცემები, როგორ უნდა გააკეთოთ ეს? აქ ჩვენ გაჩვენებთ, როგორ შეიძლება შეირჩეს მონაცემები (“select cases”) 4 წუთში.
დასაწყებად, დააჭირეთ Select Cases!
შევადაროთ სხვადასხვა ჯგუფები
ვთქვათ, გინდათ შეადაროთ ქვეყნები, ან კაცი და ქალი რესპონდენტები. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? ამ ოპერაციას ჰქვია ფაილის გაყოფა (“splitting the file”) და ხუთ წუთში თქვენ შეგეძლებათ გამოიყენოთ ის საკმაოდ მაღალ დონეზე (მაგ. შეადაროთ კაცისა და ქალის დამოკიდებულება რელიგიის მიმართ საქართველოში).
სასწავლად, დააჭირეთ Splitting Files!
სირთულეების გაადვილება
თქვენი output ძალიან რთულია? არსებობს კარგი გზა მის გასამარტივებლად: ცვლადების რეკოდირება გვაძლევს საშუალებას, რომ დავაჯგუფოთ პასუხები (მაგალითად: დაბადების წლები) გამოსადეგ კატეგორიებად. დამატებითი ცოდნა SPSS-ში დაახლოებით 6 წუთში.
საყურებლად, დააჭირეთ Recoding in SPSS!
გაკვეთილები SDA-ში:
გამოკითხვების დოკუმენტირება და ანალიზი (SDA)
სამხრეთ კავკასიის მონაცემებით | 1
ეს მოკლე ვიდეორგოლი დაგეხმარებათ, დაიწყოთ SDA-ის მეშვეობით ხელმისაწვდომი მონაცემების დამუშავება. ჩვენ გავეცნობით პროგრამის რამდენიმე ძირითად ფუნქციას, მათ შორის ორგანზომლებიანი ცხრილების აგებას. უყურეთ ვიდეორგოლს!
გამოკითხვების დოკუმენტირება და ანალიზი (SDA)
სამხრეთ კავკასიის მონაცემებით | 2
SDA-ის ამ მეორე გაკვეთილში ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამის ფუნქციების გაცნობას, რაც ხელმისაწვდომი მდიდარი ინფორმაციით სარგებლობის საშუალებას მოგცემთ. ამ მოკლე გაკვეთილის შემდეგ თქვენ შეძლებთ მონაცემთა გაანალიზებას ქვეჯგუფების დონეზე, მაგალითად, შეძლებთ, მიიღოთ მხოლოდ მდედრობითი სქესის რესპოდენტების პასუხები. უყურეთ ვიდეორგოლს!