სტაჟიორები

ზაქარი ფაბოსი

ზაქარი ფაბოსმა ბაკალავრის საფეხური რუზველტის უნივერსიტეტში დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი კი ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღო ანთროპოლოგიაში.

CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ზაქარი საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისედ მუშაობდა. იგი სამხრეთ კავკასიაში ამერიულ კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) კოლაბორაციული მემკვიდრეობის მართვის პროგრამის სტაჟიორი იყო და კახეთის რეგიონში კულტურის შენარჩუნების საკითხებზე მუშაობდა.

მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: მემკვიდრეობას, მეხსიერებას, ადგილისა და სივრცის ტრანსფორმაციასა და მის გავლენას იდენტობასა და კულტურულ გამოხატულებაზე კავკასიაში.