სტაჟიორები

სალომე მინესაშვილი

სალომე მინესაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ბაკალავრიატის დროს, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა აშშ-ში, ნებრასკის შტატის კოლეჯში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკური მეცნიერების განხრით. ამჟამად სალომე არის მაგისტრატურის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობაზე – “ტრასფორმაცია სამხრეთ კავკასიაში”.

CRRC-საქართველოში მოსვლამდე, სალომემ გაიარა სტაჟირება საქართველოს მშვიდობის კორპუსში და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამაში.

მის კვლევით ინტერესებში შედის საგარეო პოლიტიკის ანალიზი, კულტურისა და ტრადიციების როლი ტრანსფორმაციის პროცესში და რეგიონალიზმი.