პარამჯეეტ (პამ) სინგჰს სამართლის სფეროს მაგისტრის ხარისხი აქვს MIPLC პროგრამიდან, რაც აშშ-ში ჯორჯ ვოშინგტონის უნივერსიტეტისა და გერმანიაში მაქს პლანკის ინოვაციისა და კონკურენციის ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამაა. იგი სწავლობდა ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შვეიცარიაში WIPO-ს აკადემიაში.
პამი დიდი გამოცდილების მქონე კვალიფიციური იურისტია. ამასთან ერთად იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად მუშაობს, ასწავლის ევროკავშირისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართალს. პამი დოქტორანტურის სტუდენტია ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტში და რეგულარულად წერს Qrius-ში, ინდურ ეკონომისტში. მან დააარსა Inkstone (საჯარო პოლიტიკისა და სამართლებრივი ადვოკატირების ორგანიზაცია).
პამს თავისი კვლევები საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალებში აქვს გამოქვეყნებული. ახლახანს ნიუ იორკში მდებარე ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტმა იგი სამართალსა და ეკონომიკაზე თავისი ნაშრომის წარსადგენად ეკონომიკის ფესტივალზე მიიწვია იტალიაში.