ოთო სალდაძე ფლობს სოციოლოგიის ბაკალავრის დიპლომს და ამჟამად სწავლობს სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სამაგისტროზე პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, იგი მონაწილეობდა სხვადასხვა სოციოლოგიურ და ანთროპოლოგიურ კვლევით პროექტებში. ბაკალავრიატის პერიოდში, სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახორციელებდა პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლებში მცხოვრებთა და ეკოლოგიურ მიგრანტთა პრობლემების შესწავლასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.
მისი კვლევითი ინტერესები სოციალურ და კულტურულ საკითხებს უკავშირდება.