სტაჟიორები

ნინო ზუბაშვილი

ნინო ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ევროპისმცოდნეობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ის ასევე სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში გაცვლითი სტუდენტის სტატუსით.

„ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, ნინო მონაწილეობდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის რამდენიმე კვლევით პროექტში: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ პროექტში კავშირი საჯარო პოლიტიკას, მიგრაციასა და განვითარებას შორის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებულ 2014 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პროექტში. ის ასევე იყო კვლევითი სტაჟიორი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში, ამას გარდა გავლილი აქვს სტაჟირება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტში.

მის კვლევით ინტერესებში შედის როგორც საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური განვითარების სხვადასხვა საკითხი, სამოქალაქო ცნობიერება და სოციალური კაპიტალი, ასევე ადამიანის უფლებები, ადამიანის უსაფრთხოება და კონფლიქტები.