სტაჟიორები

ნინო თოფჩიშვილი

ნინო თოფჩიშვილს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხი.

CRRC-საქართველოში მოსვლამდე გავლილი აქვს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას უნივერსიტეტის კურსების ფარგლებში შესრულებული აქვს სხვადასხვა კვლევა, უმეტესწილად თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.

მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სოციალურ სტრატიფიკაციას, ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობას, მიგრაციას, ურბანულ განვითარებასა და შრომის სოციოლოგიას. მისი საბაკალავრო ნაშრომი შრომის სოციოლოგიის საკითხებს ეხება.