ნიკოლას ბარკერი ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
მისი ძირითადი კვლევითი ინტერესები მოიცავს შეიარაღებული კონფლიქტისა და პოლიტიკური ძალადობის მიზეზებს, ბუნებასა და შედეგებს. ნიკოლასის სადოქტორო კვლევა შეეხება სეპარატისტული შეიარაღებული კონფლიქტების შეწყვეტასა და შემდგომ პერიოდს კავკასიასა და ბალკანეთში, რისთვისაც მან საველე სამუშაოები ჩაატარა აფხაზეთში, საქართველოში, კოსოვოსა და სერბეთში, ასევე საარქივო კვლევა გაეროში.
მისი კვლევით ინტერესებში შედის საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტის მართვა, კვლევის თვისებრივი მეთოდები, კონკრეტულად კვლევითი საველე სამუშაოები კონფლიქტურ რეგიონებში და კვლევის ეთიკა.