სტაჟიორები

ნატა კერესელიძე

ნატას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში მალმოს უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი გლობალურ პოლიტიკურ ეკონომიკაში ლონდონში.

CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ნატა მუშაობდა ათენში მდებარე შავი ზღვის განვითრების ცენტრში (ICBSS). დისერტაციის წერასთან ერთად, მან ICBSS-თან დაიწყო თანამშრომლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ FP7-ის პროექტზე. დისერტაციის დასრულების შემდეგ, ის ICBSS-ის სათავო ოფისში კვლევის ასისტენტის პოზიციაზე გადავიდა.

2010-2011 წლებში ნატა Messenger-ისათვის უცხო ამბების კორესპონდენტად მუშაობდა. მან ასევე გაიარა სტაჟირება ევროპის საბჭოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, სტრასბურგში, 2009-2010 წლებში. ნატალის ასევე მიღებული აქვს გამოცდილება პროექტის კოორდინირებაში მალმოს უნივერსიტეტის სტუდენტური წარმომადგენლობის საგარეო საქმეთა ასოციაციაში. ლონდონში ყოფნის დროს, იგი პოპულარული სტუდენტური გაზეთის, Choix Magazine-ის, რედაქტორად მუშობდა.