მარიამ მამაცაშვილს მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიაში დამატებითი სპეციალობით ფსიქოლოგიაში (GPA: 3.7). ამასთანავე, მარიამი ფლობს ამავე უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების მაგისტრის ხარისხს მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA: 4.0).
CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, მარიამი სტაჟირებას გადიოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მისი ამჟამინდელი კვლევითი ინტერესები კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესებს უკავშირდება.