მახარე ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და მედიის სოციოლოგიის მაგისტრანტია. ასევე, მას დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მეორადი სპეციალობით ჟურნალისტიკაში.
მას სხვადასხვა კვლევით კომპანიაში სატელეფონო და პირისპირ ინტერვიუერად მუშაობის გამოცდილება აქვს. ასევე, მუშაობდა მონაცემთა ბაზების ფორმატირებაზე. მახარე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოვაციოს“ თანადამფუძნებელია.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: კულტურას, მედიასა და მასობრივი კომუნიკაციებს.