სტაჟიორები

ლუკას ფაგლიანო

ლუკასს მაგისტრის ხარისხი ევროპის პოლიტიკისა და საზოგადოების მიმართულებით მიღებული აქვს ლაიდენის უნივერსიტეტიდან, ჩარლზის უნივერსიტეტიდან და იეჯიელონიური უნივერსიტეტიდან. სწავლის პერიოდში მისი კვლევა ეხებოდა სტრატეგიულ კვლევებსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას, უმეტესად დიდ სტრატეგიასა და ჰიბრიდულ საფრთხეებს ევროკავშირის დონეზე.

CRRC-ში საერთაშორისო მკვლევრად მუშაობის დაწყებამდე, იგი ჰააგის სტრატეგიული კვლევების ცენტრში მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის, სტრატეგიული პროგნოზისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით. მოგვიანებით, ლუკასი შეუერთდა სტრატეგიული კვლევების არგენტიული ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფს, რომელიც არგენტინაში დიდი სტრატეგიული პროცესების განვითარებაზე მუშაობდა.

ამჟამად მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მზაობას, შედარებით სტრატეგიებსა და დიდი სტრატეგიული პროცესების ჩამოყალიბების პოლიტიკურ განმსაზღვრელებს და შედგება შერეული მეთოდოლოგიური მიდგომისგან, რომელშიც იგი საქართველოში დიდი სტრატეგიული ინსტიტუციის ჩამოყალიბების გზებს.