სტაჟიორები

ემილი ნოულსი

ემილი მაგისტრატურის ბოლო კურსზეა და სწავლობს საერთაშორისო და ევროპულ პოლიტიკას ედინბურგის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). ის ფლობს სურეის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პირველი ხარისხის ბაკალავრის დიპლომს ფრანგულ და ესპანურ ენებში, სადაც დაჯილდოვდა მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის.

ემილი ახორციელებს 6-თვიან კვლევით მუშაობას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრსა (CRRC) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ტერიტორიულ კონფლიქტებს, მიწებთან დაკავშირებულ დავებს, იდენტობის საკითხებს, უსაფრთხოებასა და კონფლიქტის ანალიზის მეთოდოლოგიას. მისი კვლევა წარმოდგენილი იქნება ორი ნაშრომის სახით: სადავო საზღვრების უსაფრთხოება; ტერიტორიული კონფლიქტის სტრესისადმი გამძლეობის ტესტის მეთოდოლოგია, რომლებითაც ის წარდგება, შესაბამისად, სასაზღვრო კვლევების ასოციაციის (Association for Borderland Studies) მსოფლიო კონფერენციაზე და მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ასოციაციის (International Peace Research Association) 25-ე კონფერენციაზე.

საქართველოში ჩამოსვლამდე, ემილი იყო მკვლევარი ჰააგის სტრატეგიული კვლევების ცენტრში (The Hague Centre for Strategic Studies) (ჰოლანდია), ქალაქ ედინბურგის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების გუნდში (დიდი ბრიტანეთი), Electricité de France-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგნოზირების განყოფილებაში (საფრანგეთი). ასევე, მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია Nexos Voluntarios-ის საერთაშორისო განვითარების ჯგუფში (პერუ).

ემილის მშობლიური ენა ინგლისურია. ამის გარდა თავისუფლად ფლობს ფრანგულს, ესპანურს და ჰოლანდიურს. ასევე, შეუძლია რუსულ ენაზე საუბარი და აპირებს, საქართველოში მუშაობის პერიოდში გაიუმჯობესოს თავისი ცოდნა რუსულსა და ქართულ ენებში.