სტაჟიორები

ელენე ერგეშიძე

ელენე ერგეშიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში. ამჟამად იმავე უნივერსიტეტში სწავლობს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე.

CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, მან სამაგისტრო პრაქტიკა გაიარა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც ჩართული იყო რეგიონული განვითარების პროგრამის მოსამზადებელ სამუშაოებსა და რეგიონული უთანაბრობის შესახებ კვლევის მომზადებაში. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში, ელენე მონაწილეობდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კვლევით პროექტში.

ელენეს კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკის საკითხებს, თვითმმართველობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას.