დავით მზიკიანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებებში და დემოკრატიზაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური სამაგისტრო პროგრამიდან.
CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, იგი ჩართული იყო არასამთავრობო და კერძო სექტორის სხვადასხვა პროექტში.
მისი კვლევითი ინტერესები ეხება პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.