სტაჟიორები

ალექსანდრე ჯიშკარიანი

ალექსანდრე ჯიშკარიანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში და არის ჯიპა-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სახელმწიფო მართვის მაგისტრი.

CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, ალექსანდრე იყო სხვადასხვა კვლევითი და ანალიტიკური პროექტის მონაწილე. 2011-2012 წლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) პროგრამის ფარგლებში, ის მუშაობდა პოლიტიკის დოკუმენტის შედგენაზე, რომელიც ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივების შესწავლას. ალექსანდრეს ასევე აქვს განვითარების პროექტებსა და ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ბრიტანეთის საბჭო, ბრიტანეთის საელჩო) და არის მრავალი საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის მონაწილე.

მისი ძირითადი კვლევითი ინტერესი მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების განვითარებისა და სპორტის სფეროებს.