2015 წლის 25 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2015 წლებში“.
კვლევა ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაკვეთით 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში. ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე CRRC-საქართველომ მოამზადა ანგარიში, სადაც შეფასებულია ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნა და დამოკიდებულება. 2009-2015 წლებში გამოკითხვის შედეგების შედარების საფუძველზე, ანგარიშში ასევე შეფასებულია, თუ როგორ იცვლებოდა მოსახლეობის შეფასებები, მოლოდინები და იმედები ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით.
საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ან გაანალიზოთ CRRC-საქართველოს მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამის საშუალებით.
ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში ცვლილებები და ტენდენციები 2009-2015.